ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტებმა ადმინისტრაციასთან დაპირისპირების ორთვიანი პროცესი გაიარეს. ამ დაპირისპირებას რამდენიმე მხარე ჰყავს: სტუდენტები, ლექტორი ნინო პეპანაშვილი და ფაკულტეტის დეკანატი.
2012 წლის 1 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო შუალედური გამოცდა საგანში კერძო სამართალი 2. გამოცდის თემატიკაზე სტუდენტები წინასწარ იყვნენ ლექტორთან შეთანხმებულები. გამოცდამდე ერთი დღით ადრე სტუდენტებს მიუვიდათ შეტყობინება გამოცდის საკითხების შეცვლის შესახებ. მათ პროტესტის ნიშნად აუდიტორია დატოვეს და გამოცდა ჩაიშალა.
"ჩვენთვის მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ გამოცდაზე ის საკითხები შევიდა, რომლებიც ჯერ გავლილი არ გვქონდა. ტესტს ვერც დავწერდით და ამიტომ დავტოვეთ აუდიტორია" - აცხადებს სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ლაშა გიორგაძე.
სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი თუმანიშვილი საგამოცდო საკითხების შეცვლას უარყოფს. "არ არის სავალდებულო, სტუდენტმა წინასწარ იცოდეს საგამოცდო საკითხები. ეს მხოლოდ ლექტორისა და ადმინისტრაციის კეთილი ნებაა" - ამბობს გიორგი თუმანიშვილი.
"ტესტი, რომელიც გამოცდაზე უნდა გვეწერა, შეიცვალა და დაემატა ის საკითხები, რაც სასწავლო კურსის ფარგლებში გავლილი არ გვქონდა. თუმცა, ადმინისტრაციამ სილაბუსზე მიგვითითა და გვითხრა, რომ იქ უნდა გვენახა, რა როდის უნდა ყოფილიყო გავლილი" - ამბობს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ირაკლი კოჩაძე.
სილაბუსიდან გადახვევა ნამდვილად მოხდა, თუმცა, ლექტორისა და სტუდენტების მოლაპარაკების საფუძველზე. "იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც მომდევნო კვირეებში უნდა გაგვევლო. ეს სწორედ ის საკითხები იყო, რომლებიც დეკანატმა შემდეგ გამოცდაზე შემოიტანა. ჩვენ ლექტორი შეგვითანხმდა, რომ ამ საკითხს სხვა კვირაში გავივლიდით და მას პრაქტიკოსი ადამიანები აგვიხსნიდნენ. ეს ჩვენთვის მისაღები იყო" - ამბობს ლაშა გიორგაძე.
გამოცდის ჩაშლის შემდეგ სტუდენტების მხრიდან დაიწყო დეკანატთან მოლაპარაკების მცდელობა. სტუდენტებისადმი ხისტმა მიდგომამ დაპირისპირების გამწვავება გამოიწვია. მათ მხოლოდ ერთი მოთხოვნა ჰქონდათ, დანიშნულიყო საგამოცდო დღე და მანამდე ის საკითხები, რომლებიც ნასწავლი არ ჰქონდათ, აეხსნათ და გაევლოთ. ამ მოთხოვნის საპასუხოდ გიორგი თუმანიშვილმა შეცვალა მეორე შუალედური წერის ფორმატი და წერითი გამოცდის ნაცვლად ზეპირი გამოცდა დანიშნა, რომელსაც თავად დეკანი დაესწრებოდა. ამას ის ფაქტიც დაემატა, რომ "კერძო სამართალი 1"- ის საკითხებიც შევიდოდა გამოცდაზე. სტუდენტები იძულებულნი გახდნენ, ეს საკითხი რექტორთან განეხილათ.
2013 წლის 24 იანვარს სტუდენტებისა და გიგი თევზაძის შეხვედრა გაიმართა. სტუდენტებმა რექტორს არსებული ვითარება გააცნეს. "რექტორს მივმართეთ სასწავლო კურსის არშემდგარი შუალედური გამოცდის აღსადგენად. მისგან პირველ შემთხვევაში მივიღეთ დადებითი პასუხი, თუმცა, დეკანის რექტორთან შეხვედრის შემდეგ შეიცვალა ჩვენთვის სასურველი პასუხიც" -აცხადებს სტუდენტი გიორგი ბუნტური.
იმავე აზრს გამოხატავს სტუდენტი ლაშა გიორგაძე. "ბატონმა გიგიმ კონკრეტული პასუხი გაგვცა. ის დაგვპირდა, რომ მაქსიმუმ ორ დღეში გაერკვეოდა სიტუაციაში, მოუსმენდა მეორე მხარესაც და გადაწყვეტილებას მიიღებდა. ამ შეხვედრის შემდეგ კულუარული წრიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ მიიღეს - გამოცდა უნდა აღედგინათ" - ამბობს ლაშა.
სტუდენტებს იმედები გაუცრუვდათ. დეკანი მათთან რექტორის გადაწყვეტილებით შევიდა. გაუქმდა სამართლის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტებისთვის სალექციო კურსი "კერძო სამართალი 2".
კურსის გაუქმებამ სტუდენტების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სტუდენტების ნაწილი მიესალმებოდნენ საგნის ხელახლა გავლას, ნაწილს კი უკვე მიღებული ქულების დაკარგვა არ უნდოდა. პრობლემა იმ ჯგუფსაც შეეხო, რომლებიც აღნიშნულ საგანს სხვა ლექტორთან გადიოდა. "მე ამ კურსის მეორე ჯგუფში ვარ. კონკრეტულად არ შეგვხებია ეს პრობლემა, საბოლოოდ, ჩვენზეც აისახა. გამოცდის ფორმატის ცვლილება და ამ საგნის გაუქმება ჩვენც შეგვეხო" - აცხადებს მათე ხურციძე.
"ორმაგი თამაში" - ეს ის სიტყვათშეთანხმებაა, რომლის საშუალებითაც სტუდენტები "კერძო სამართალი 2"-ის ლექტორის ნინო პეპანაშვილის ქმედებას აღწერენ. მათი მოსაზრებით, ლექტორი, ერთის მხრივ, ცდილობდა, სტუდენტების კეთილგანწყობა მოეპოვებინა და მათ გვერდით მდგარიყო, მეორეს მხრივ, საპირისპირო პოზიციას გამოხატავდა დეკან გიორგი თუმანიშვილთან. სტუდენტები სწორედ ამ ფაქტორს მიიჩნევენ დეკანთან გაუგებრობის გამომწვევ მიზეზად. "ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ დეკანი ჩვენ შესახებ არასწორ ინფორმაციას ფლობდა. თვითონ გიორგიც მიხვდა, რომ სიტუაცია სხვანაირად იყო. საბოლოოდ ლოგიკური გადაწყვეტილებაც მიიღო. მოგვცა არჩევანის საშუალება. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო დეკანატის მხრიდან" - ამბობს ლაშა გიორგაძე.
როგორც ნათია ნოზაძე აღნიშნავს, გადაწყვეტილება ყველაზე სამართლიანია, რაც კი შეიძლება რომ ყოფილიყო, რადგან ამ შემთხვევაში თითოეული სტუდენტი დამოკიდებულია მხოლოდ საკუთარ ცოდნაზე და თვითონვე გადაწყვეტს, გაიაროს თუ არა ხელმეორედ "კერძო სამართალი 2".
ყველა გზა რომში მიდისო, ამ შემთხვევაში ყველა გზა ნინო პეპანაშვილთან მივიდა. თუმცა, ის დუმს და კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებს.
როგორც გიორგი თუმანიშვილი აცხადებს, ნინო პეპანაშვილმა დატოვა ილიას უნივერსიტეტი ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო. ის არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს არაჯეროვან შესრულებაში, თუმცა, მის გათავისუფლებას სხვა არგუმენტით ამყარებს. "ამ სემესტრის ბოლოს შრომითი ხელშეკრულების ვადა ამოიწურება. შემდეგ უნივერსიტეტს აქვს უფლება, გააგრძელოს, ან არ გააგრძელოს ურთიერთობა კონკრეტულ ადამიანთან. შრომითი ურთიერთობა დასრულდა" - ამბობს დეკანი.
სტუდენტები პეპანაშვილის განთავისუფლებას მომხდარ ფაქტს უკავშირებენ. ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ლოგიკურია და დეკანატის ადგილას თვითონაც ასე მოიქცეოდნენ.
ორივე მხარე დაზავებულია. სტუდენტები დეკანატის გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან.