ა 206-ე ოთახი - საინფორმაციო ბიურო ილიაუნიში
ა 206-ე ოთახი - საინფორმაციო ბიურო ილიაუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საკითხი, რომელიც ბუნდოვანია სტუდენტებისათვის...

კითხვა, რომელიც არ იცის სტუდენტმა, ვის დაუსვას...

პრობლემა, რომლის გადასაჭრელად არ იცი, ვის მიმართო...

ამ ყველაფრის გასარკვევად ილიას სახელმწიფო მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები ა 206 ოთახს მიმართავენ, სადაც მომსახურე პერსონალი ორიენტირებულია, მაქსიმალურად დააკმაყოფილოს სტუდენტების კითხვები. მათი მოვალეობაა, გასცენ მათთან არსებული ინფორმაცია, ან გადაამისამართონ სტუდენტი სხვა განყოფილებასთან იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომლის შესახებ ინფორმაციას ა 206 ოთახი არ ფლობს.

ა 206 ოთახში მომუშავე პერსონალის მომსახურებით სარგებლობენ, არა მხოლოდ მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები, არამედ ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც დაინტერესებულია, მიიღოს სხვადასხვა სახის ცნობა უნივერსიტეტიდან.

ერთი შეხედვით, ა 206 ოთახში მომუშავე პერსონალი სტუდენტებს იდეალურ მომსახურებას უწევს, თუმცა, რეალობა სხვაგვარია...

"სანამ პრაქტიკანტებს მიიღებდენ მშვენივრად და სრულყოფილად მცემდნენ პასუხს ჩემს შეკითხვებზე და, შესაბამისად, კმაყოფილიც ვიყავი. რაც შეეხება ბოლო პერიოდს, მოუხშირეს უყურადღებობას, შეცდომით გადამისამართებას... ალბათ, გამოუცდელობით მოსდით. გარდა ამისა, ცოტა აგდებულად გიყურებენ. ერთხელ ვიჩხუბე კიდეც, სტუდენტის ცნობა მჭირდებოდა საელჩოში შესატანად და დამიგვიანეს" - ამბობს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი ქეთი მურღულია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გავესაუბრეთ ერთ-ერთ მომსახურე პერსონალს, თამარ კომახიძეს, რომელიც აღნიშნავს, რომ უკმაყოფილო სტუდენტები არ შეხვედრია. "თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა სტუდენტმა თვითონვე არ იცის, რა უნდა და, შესაბამისად, ჩვენც ვერ ვპასუხობთ მის კითხვებს" -აცხადებს თამარი. აქედან გამომდინარე, სტუდენტების არასწორად გადამისამართების გამო წარმოშობილ გაუგებრობას, სტუდენტთა მიერ კითხვის არასწორად დასმით ხსნიან, რაზეც სტუდენტებს სრულიად საპირისპირო შეხედულება აქვთ. როგორც ერთ-ერთი რესპონდენტი გვანცა სოლოღაშვილი აღნიშნავს, რამე მარტივი პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე ადგილას უწევს მისვლა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ა 206 ოთახში არასწორად გადაამისამართეს.

სტუდენტები ვითარების გამოსწორებასა და ხარისხიან მომსახურებას ელიან შემდგომი გაზაფხულის სემესტრისათვის, რაც შეამცირებს უკმაყოფილო სტუდენტთა რიცხვს.
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary