აგრუნის ავტორიზაციის საკითხი და სტუდენტების პროტესტი
აგრუნის ავტორიზაციის საკითხი და სტუდენტების პროტესტი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე ავტორიზაცია გაუუქმდა. ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება გამთენიისას 5 საათზე მიიღო. დაახლოებით 80 გვერდიან დასკვნას საბჭოს წევრები დაინტერესებულ მხარეებთან ერთად 10 საათის განმალობაში განიხილავდნენ. განხილვა სტუდენტების აქციის ფონზე მიმდინარეობდა. აგრარულ უნივერსიტეტში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორინგის ჯგუფი მას შემდეგ შევიდა, რაც აგრარული უნივერისტეტიდან გათავისუფლებულმა პედაგოგებმა ცენტრს წერილით მიმართეს, რომ უნივერსიტეტში ირღვევა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები.

ავტორიზაციის საბჭოს განმრტებით, მიმდინარე სემესტრი ჩვეულ რეჟიმში გაგრძლედება, ამ პერიოდში სასწავლებლის ადმინისტრაციას საშულება ექნება, მითითებული ხარვეზები გამოასწოროს და ავტორიზაციის მიღების შესახებ ახალი განაცხადი გააკეთოს.

ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის კახი ყურაშვილის განცხადებით, თუ მონიტორინგის დასკვნაში ასახული სამი სტანდარტიდან (აკადემიური პერსონალის, საგანმანთლებლო პროგრამებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების სტანდარტები) დარღვეულია, თუნდაც ერთ-ერთი სტანდარტი ან ერთ-ერთი სტანდარტის ინდიკატორი, მაშინ საბჭო იღებს ავტორიზაციის გაუქმების გაადწყვეტილებას. როგორც მან აღნიშნა, დასკვნა ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევასთან დაკავშირებით აგრარულ უნივერსიტეტს 28 იანვარს ჩაბარდა და ხარვეზების გამოსასწორებლად თვეზე მეტი ვადა მიეცა.

"გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მიიღო, ძალაში შედის სასწავლო წლის ბოლოს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გააგრძელონ სწავლა ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე, ხოლო აგრარულ უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, აღმოფხვრას ხარვეზები და აღიდგინოს ავტორიზაცია. არსებობს მეორე გზაც - სასამართლო დავის გზა, თუმცა, აღნიშნულზე გადაწყვეტილება აგრარულმა უნივერსიტეტმა უნდა მიიღოს" - აღნიშნა ყურაშვილმა.

აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და მის გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს. აგრარული უნივერსიტეტის რექტორის ლაშა გოცირიძის თქმით, საბჭომ რეალურად არ შეისწავლა ის საკითხი, რომ უნივერსიტეტი აკმაყოფილებს განათლების ხარისხისადმი წაყენებულ ყველა მოთხოვნას და საბაბად გამოიყენა ტექნიკური შენიშვნები. "ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და ბუნებრივია, ჩვენ გავასაჩივრებთ სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით" -აღნიშნა ლაშა გოცირიძემ.

აგრარული უნივერისიტეტის დამფუძნებლის კახა ბენდუქიძის თქმით, გადაწყვეტილება შედეგია კომისიის უხარისხო მუშაობის. "მან ვერ გამოიკვლია საქმე მთლიანად, ეს უფრო პოლიტიკური საკითხია, ვიდრე განათლების ხარისხთან დაკავშირებული. აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე სტუ­დენ­ტებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს შეხ­ვდა. მი­სი თქმით, უნი­ვერ­სი­ტეტს არა­ვი­თა­რი ხარ­ვე­ზი არ აქვს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ფე­რი მო­გო­ნი­ლია. მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სტუდენტებს მოუწოდა, იბრძოლონ საკუთარი ინტერესებისთვის.

აგრარული უნივერსიტეტის ადვოკატის ლილი ბეგიაშვილის თქმით, უნივერსიტეტს ავტორიზაცია კი არ შეუჩერდა, არამედ შეუწყდა და ერთადერთ გამოსავლად სასამართლო დავას ასახელებს, რადგან არც განათლების სამინისტროსა და არც ავტორიზაციის საბჭოს ავტორიზაციის აღდგენის უფლება არ აქვს.

განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილმა კომენტარი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გააკეთა. მისი განმარტებით, ავტორიზაციის შეჩერება მის გაუქმებას არ ნიშნავს. "ავტორიზაციის შეჩერებით უნივერსიტეტს ვადა მიეცა საბჭოს მიერ დადგენილი დარღვევების გამოსასწორებლად და თუ ეს ხარვეზები გამოსწორდა მიმდინარე სემესტრის განმავლობაში, უნივერსიტეტს შეუძლია, კვლავ შეიტანოს განაცხადი ავტორიზაციის აღდგენაზე" - აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური მოტივით გამორიცხულია და ყველაფერი კანონის შესაბამისად კეთდება.

დღეს განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი აგრარულ უნივერსიტეტში მივიდა სტუდენტებთან შესახვედრად. სასწავლო დაწესებულების დათვალიერების შემდეგ სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა, რაც ცხარე პოლემიკაში გადაიზარდა. მინისტრი ყოველგვარ პოლიტიკურ მოტივაციას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ საბჭო, რომელმაც დასკვნა შეისწავლა, წინა ხელისუფლების მიერაა შექმნილი.

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტის ეკა მჭედლიშვილის თქმით, ისინი აპირებენ, საინიციატივო ჯგუფის ხუთკაციანი შემადგენლობით კვლავ შეხვდნენ მინისტრს და მოისმინონ მშვიდ ვითარებაში კონკრეტული პასუხები.

აგრარული უნივერსიტეტის თემას გამოეხმაურა დღეს საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდიც, ის იმედოვნებს, რომ ეს საკითხი კიდევ ერთხელ გადაიხედება.

სახალხო დამცველი საკითხს დამოუკიდებლად შეისწავლის, რის შემდეგაც საკუთარ მოსაზრებას საზოგადოებას გააცნობს.

დღეს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, მუშავდება სამოქმედო გეგმა და არ გამორიცხავენ პერმანენტულ აქციებს.

თსუ-ს სტუდენტებმა აგრარული უნიერისტეტის სტუდენტებს თანადგომა გამოუცხადეს. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა წერილით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს. ისინი სთხოვენ მინისტრს, უახლოეს მომავალში შეისწავლონ აგრარული უნივერსიტეტის საჭიროებები, დაეხმარონ უნივერსიტეტს ავტორიზაციის ხარვეზების გამოსწორებაში და სემესტრის დამთავრებამდე უზრუნველყონ აგრარული უნივერსიტეტის ხელახალი ავტორიზაცია.

13 მარტს აგრუნის სტუდენტები ავტორიზაციის ჩამორთმევასთან დაკავშირებით აქციას გამართავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. ისინი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary