გაცვლითი პროგრამები - წარმატებული მომავლის შანსი ახალგაზრდებისთვის
გაცვლითი პროგრამები - წარმატებული მომავლის შანსი ახალგაზრდებისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,გაცვლითი პროგრამა არაჩვეულებრივი გზაა, რომ განსხვავებულ საზოგადოებაში იყო. პროფესიას ეუფლები იქ, სადაც ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტები ასწავლიან"" - ამბობს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტი მამუკა საფარიძე. მან განაცხადი რამდენიმე გაცვლით პროგრამაზე შეიტანა. ერთ-ერთი თსუ-ს ინგლისურენოვანი ერთსემეტრიანი გაცვლითი პროგრამა იყო. მეორე კი - ერასმუს მუნდუსი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით არსებობს და ერთწლიან გაცვლით პროგრამას სთავაზობს სტუდენტებს. როგორც მამუკა ამბობს, პროგრამები შემოდგომის სემესტრში გამოცხადდა და საბუთების შეტანის ბოლო ვადაც სხვადასხვა იყო. თსუ-ს პროგრამაზე რეგისტრაცია დეკემბრამდე შეეძლო, ხოლო ერასმუსზე იანვარ-თებერვლამდე. ,,ამ პროგრამების შესახებ შარშან გავიგე. გასულ წელს ვცადე, თუმცა, არ გამიმართლა, პირველ ეტაპზე (თსუ-ს გაცვლითზე) ტესტირების საკმარისი ქულა ვერ დავაგროვე. ერასმუსის შესახებ წელს პირველად გავიგე და გადავწყვიტე, ბედი აქაც მეცადა, რეალური შანსებია, თსუ-მ ერასმუსის დიდი პრეზენტაცია ჩაატარა, სადაც ერასმუსის კოორდინატორები გერმანიიდან და საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ და დეტალურად აგვიხსნეს ყველაფერი. გარდა ამისა, თსუ-ს საგარეო დეპარტამენტი თანამშრომლობს სტუდენტებთან და ეხმარება ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვებაში. ამ პროგრამებში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვხვდები, მხოლოდ თსუ-ში შეძენილი ცოდნით ვერ ვიქნები კონკურენტუნარიანი ჩემს სფეროში. აუცილებელია, რომ ევროპულ უნივერსიტეტებში გაიარო კურსები, რათა უფრო მეტი ინფორმაციით დაბრუნდე. ამას გარდა, ევროპაში სტუდენტობა ბევრს ნიშნავს, ეს დიდი გამოცდილება იქნება. ყოველთვის უნდა ცდილობდე რომ უფრო და უფრო მეტი მიიღო" - ამბობს მამუკა.

საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა რიცხვი საქართველოში ყოველწლიურად იმატებს. რატომ? რამ განაპირობა არსებული ტენდენცია? პასუხი მარტივია - საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნას დიდი ფასი აქვს საქართველოში. ხშირად გაგიგიათ, ალბათ, ,,რა ადვილად იშოვა სამსახური, ბედი უნდა ყველაფერს" - ,,ბედი არა, მაგან სამაგისტრო პროგრამა საზღვარგარეთ დაამთავრა"". ფაქტი ფაქტად რჩება, ქვეყანაში არსებული ნებისმიერი კომპანია ცდილობს, სამსახურში აიყვანოს უფრო გამოცდილი, მეტის მცოდნე, რაც, ისევ და ისევ, მისივე კომპანიის სამომავლო პრესტიჟსა და წინსვლას უზრუნველყოფს.

ყველაზე დიდი ბარიერი, რაც საზღვარგარეთ სწავლის მსურველს შეიძლება შეექმნას, არის ინფორმაციის ნაკლებობა არსებული პროგრამების, სააგენტოების, სასწავლო ცენტრების შესახებ. საქართველოში ბევრი დაწესებულებაა, რომელიც კონსულტაციებსა და სხვა მომსახურებას უზრუნველყოფს საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის. ერთ-ერთი ასეთია "საერთაშორისო განათლების ცენტრი", რომელიც ინფორმაციას აწვდის საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს ამა თუ იმ ქვეყნის განათლების სისტემის, იქ არსებული უნივერსიტეტების, სტიპენდიებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, დახმარებას უწევს სასურველი პროგრამისა თუ უნივერსიტეტის შერჩევასა და სააპლიკაციო პროცესში, უტარებს მათ წინასამგზავრო ორიენტაციას.

გარდა ამისა, როგორც ცენტრის პროგრამის მენეჯერი ნათია ნანავა აღნიშნავს, ცენტრი აპლიკანტებს ღია საზოგადოების ფონდების ქსელური პროგრამების სტიპენდიებს სთავაზობს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, ასევე უცხო ენების შემსწავლელ სკოლებსა და პროგრამებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ინგლისური ენისა და სხვადასხვა ტესტის მოსამზადებელ ჯგუფებში მეცადინეობას, როგორც თბილისში, ასევე ცენტრის რეგიონულ ოფისებში.

საერთაშორისო განათლების ცენტრი არის განათლების ტესტირების ცენტრის წარმომადგენელი და აწარმოებს ოფიციალური იBთ თOEFL , PBთ თOEFL, Aჩთ-ის და GMAთ-ის ტესტების ადმინისტრირებას საქართველოში. ,,ცენტრი არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტთან ასოცირებული ამერიკული განათლების ცენტრი და ასევე რამდენიმე ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელი საქართველოში (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ბუდაპეშტში, უნგრეთი, ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი ბარსელონაში, ჯონ კაბოტის უნივერსიტეტი რომში და ა.შ.)"". აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო განათლების ცენტრს აქვს ოფისები საქართველოს დიდ ქალაქებში, ამ ოფისებს სტუდენტებსა თუ სკოლის მოსაწავლეებს დაინტერესებისამებრ შეუძლიათ მიმართონ, თუმცა, ნათია ნანავა ხაზს უსვამს იმას, რომ ამ ქალაქებში დაინტერესება დამოკიდებულია პოტენციური აპლიკანტების მომზადების ხარისხზე. ,,4 რეგიონული ოფისი გვაქვს, რომლებიც განთავსებულია თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ახალციხის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. რეგიონებში უცხოეთში განათლების მიღების მსურველთა რიცხვი, მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, განსხვავდება რეგიონების მიხედვით და დამოკიდებულია პოტენციური აპლიკანტების მომზადების ხარისხზე (მათ ინფორმირებულობაზე, უნარ-ჩვევებზე, ეცხო ენის ცოდნის დონეზე, ფინანსურ მგდომარეო-ბაზე და ა.შ.)", - აღნიშნავს ნათია ნანავა და დასძენს, რომ მათი ცენტრის დახმარებით ყოველწლიურად საშუალოდ 100 სტუდენტი მიემგზავრება მოკლევადიან და გრძელვადიან პროგრამებზე უცხოეთში სასწავლებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ,,დაინტერესებული პირები არიან, როგორც სასტიპენდიო პროგრამებში გამარჯვებულები, ასევე ინდივიდუალურად, ვისაც სურს სწავლის გაგრძელება აშშ-ში ან ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში, როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე უცხო ენის კურსებზე"" - ამბობს ნათია ნანავა. ცენტრში არის რამდენიმე ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რომლებიც ქართველ პოტენციურ სტუდენტებს სთავაზობენ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს და ფინანსურ შეღავათებს.

საინტერესოა, იმ სტუდენტის მოსაზრებები, ვინც უკვე წარმატებით გაირა გაცვილითი პროგრამა. ერთ-ერთი ასეთი სტუდენტი იყო მარიამ თავდგირიძე. ის 2012 წელს ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. როგორც მარიამი ამბობს, დიდი დახმარება მიიღო უნივერსიტეტისგან, თუმცა, პრობლემები მაინც წარმოიქმნა. ,,ეს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მასარიკის უნივერსიტეტს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე თსუ-ში არსებული გაცვლითი პროგრამა. თსუ-ში გაიმართა კონკურსი, შეარჩიეს ბავშები (ჯერ მოტივაცია, მერე ტესტირება ინგლისურ ენაში და ბოლოს გასაუბრება). მე და კიდევ სამი სტუდენტი თსუ-დან მოვხვდით მასარიკის უნივერსიტეტში. თავიდან ძალიან ცუდად დაიწყო ყველაფერი, რთული გამოდგა საელჩოში ჩაწერა იმისათვის, რათა საბუთები შეგვეტანა. ამ პრობლემის მოგვარებაში, სამწუხაროდ, არავინ დაგვხმარებია" - ამბობს მარიამი.

მარიამ ამბობს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, იქ ლექტორები მეტი ყურადღებით ეკიდებოდნენ სტუდენტის აზრს. არასდროს ცდილობდნენ რომელიმე სტუდენტის აზრის უარყოფას. ,,გისმენენ ბოლომდე და საწინააღმდეგოს არ გიმტკიცებენ, უბრალოდ, ამბობენ რომ მათი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით არის ასეთი. უდიდესი გამოცდილება მივიღე ნამდვილად და საერთოდ ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რათა ერთი სემესტრი მაინც მიდიოდეს სადმე და ეცნობოდეს სხვა ქვეყნის კულტურას, ტრადიციას, განათლების სისტემას და ა.შ. უნივერსიტეტში ძალიან ბევრი შესაძლებლობა გვქონდა"".
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary