სტუდენტებთან ურთიერთობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შოთა ახალაიას გავესაუბრეთ. მისი თქმით, სტუდენტებთან გახსნილი ურთიერთობა აქვთ და ამ მხრივ არავითარი შეფერხება არ არსებობს: “ჩემი კარი ყოველთვის ღიაა სტუდენტებისთის. რა საკითხიც უნდა აინტერესებდეთ, შეუძლიათ, შემოვიდნენ და დაკვალიანდნენ. მე არ მაქვს მიღების დღე (თუმცა, ამის უფლება მაქვს), ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე შეუძლია სტუდენტს მოსვლა. თუ თქვენ სტუდენტებშიც გაიკითხავთ ამას, ნამდვილად დაადასტურებენ“.
რაც შეეხება სტუდენტების პრეტენზიას, რომ მათ საკმარის ყურადღებას არ აქცევენ, შოთა ახალაიასთვის მათი დამოკიდებულება გასაკვირია: “ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. სხვასთან აქვთ თუ არა პრობლემა, ეს ჩემთვის უცნობია. პირადად ჩემთან, მსგავსი პრეტენზიით არავინ შემოსულა“. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ მსგავსი რამ ხდება, სტუდენტებს შეუძლიათ წერილობითი სახე მისცენ საკუთარ პრეტენზიას და ამას უნივერსიტეტი აუცილელად განიხილავს.
უნივერსიტეტში ინფორმაციის საჯაროობაზე შოთა ახალაია ამბობს, რომ სტუდენტებისთვის ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია და ამის მიღება ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ: “სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სიახლეების გავრცელება საკმაოდ ოპერატიულად ხდება საიტის საშუალებით. ყველა ღონისძიების შესახებ შესაბამისი განცხადებებიც ქვეყნდება. სამწუხაროდ, განცხადებების კითხვის კულტურა ჩვენთან ჯერ კიდევ არ არსებობს. ერთი წლის წინ სტუდენტების ჯგუფის მიერ ჩატარდა კვლევები და მათი შედეგები პირადად მოვითხოვე. ბევრი რამ იქიდან შევისწავლე და გავითვალისწინე. შენიშვნებიც მივეცი, რამდენიმე საკითხი არასწორად ჰქონდათ გაგებული და მათაც გაითვალისწინეს. საბოლოოდ, კვლევებით ჩვენმა უნივერსიტეტმა დადებითი შედეგი დადო“.
როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, სტუდენტის მიერ ყველა გამოთქმულ ბრალდებას უნდა ახლდეს არგუმენტები: “ყველას შეუძლია, თქვას რაც უნდა, მთავარია, ყველა გამოთქმული პრეტენზია კონკრეტული მაგალითით იყოს გამყარებული. ვინც პრეტენზია გამოთქვა, ყურადღებით მოვუსმენდი, რის საფუძველზე თქვა. შეიძლება, მართლა არსებობდა რამე, მაგრამ ამის შესახებ უნდა მოგვმართოს, მის პრობლემას მოვისმენდი და შევისწავლიდი. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ გარემო არა მარტო სტუდენტებისთვის, არამედ პროფესორებისა და ყველა თანამშრომლისთვის, რასაც არამარტო ფინანსური ხელშეწყობა, არამედ დროც სჭირდება“.
სოხუმის უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკან ელგუჯა ქავთარაძისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა სტუდენტების უკმაყოფილება. მისი თქმით, ადმინისტრაციასთან ურთიერთობა აბსოლუტურად ღიაა: ეს იქნება სასწავლო, თუ სხვა საუნივერსიტეტო პროცესები: „არის დეკანი, მიმართულების ხელმღვანელი, ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები და არანაირი პრობლემა სტუდენტებთან ურთიერთობის არ არსებობს. თუ არ მოსწონთ ადმინისტრაცია, მაშინ უნივერსიტეტში არის შესაბამისი სამსახურები, სადაც შეუძლიათ, გაასაჩივრონ. მაგალითად, ჩემთან დღეში 30 სტუდენტი მაინც შემოდის სხვადასხვა საკითხით, კომუნიკაციის პრობლემა ჩემთან ნამდვილად არ არსებობს, მსგავსი პრეტენზიით კი არავინ მოსულა. მე თვითონაც ძალიან ხშირად შევდივარ სტუდენტებთან. ჩვენთან კომუნიკაცია თავისუფალი და მეგობრულია. მე მოხარული ვარ, რომ სტუდენტი ხშირად მოდის. მათგან ნებისმიერი წინადადების მისაღებად მზად ვარ“.
რაც შეეხება ინფორმაციის საჯაროობას, დეკანის თქმით, ყველა სტუდენტს აქვს ინფორაციაზე წვდომა: “უნივერსიტეტის ყველა საჯარო ინფორმაცია საიტზე დევს. შარშან ჩატარდა გამოკითხვა უნივერსიტეტებში ინფორმაციის საჯაროობაზე და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამეულში მოხვდა“.
როგორც ელგუჯა ქავთარაძე ამბობს, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებისთვის უნდა მუშაობდეს: „უნივერსიტეტში პირველი - ეს არის სტუდენტი. ის ადმინისტრაციასთან ერთად გარკვეული უნდა იყოს საკუთარ საქმეში, რისთვისაც ჩვენ უნდა მოვემსახუროთ მათ“.
დათო ძნელაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და ფიქრობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან ინფორმაციის მიღება ნაწილობრივ სტუდენტის მონდომებაზეცაა დამოკიდებული: "უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ხშირად მიწევს კონტაქტი და მეხმარებიან რიგ საკითხებში. ინფორმაციას ვიღებ, თუ მოვინდომებ". დათოს თქმით, უნივერსიტეტში შესაბამისი განცხადებებიც არის გამოკრული და დაინტერესებულ სტუდენტს ინფორმაციის მიღება ამ გზითაც შეუძლია.