დამატებითი გადასახადი ჩარჩენილი საგნებისთვის 4 სასწავლო წლის განმავლობაში
დამატებითი გადასახადი ჩარჩენილი საგნებისთვის 4 სასწავლო წლის განმავლობაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"პირველკურსელი ვარ და წინა სემესტრში ჩამრჩა საგანი, რომლის აღსადგენად ერთ კრედიტში 37 ლარი უნდა გადავიხადო. კარგი იქნება, თუ არ მომიწევს სასწავლო წლის განმავლობაში საგნის აღდგენისას დამატებითი თანხის გადახდა"- ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი ნათია სორდიროვი.

"ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული მაქვს რუსული. ილიაუნიში სავალდებულო საგნად ჩამისვეს ინგლისური ენა, სამწუხაროდ, ჩემთვის რთული აღმოჩნდა იმ მასალის დაძლევა, რომელსაც უნივერსიტეტში გვთავაზობდნენ და საგანი ჩამრჩა. მართალია, შეიძლებოდა უკეთ მემეცადინა, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ჩარჩენილი საგნის ხელახლა გავლისას თანხა დამატებით უნდა გადავიხადო, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ქვეყანაში ოჯახების სოციალურ მდგომარეობას" -აღნიშნავს ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი გიორგი რაქვიაშვილი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩარჩენილ საგნებს, ბაკალავრიატზე სწავლისას, 4 წლის განმავლობაში აღადგენენ და მიუხედავად იმისა, რომ მათ სემესტრი არ ემატებათ, ფულს მაინც იხდიან. ეს მიდგომა სტუდენტთა ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს. ახალგაზრდების ნაწილისთვის კი აღნიშნული სისტემა უფრო მოქნილია, რადგან მათ სემესტრის დამატება არ უწევთ.

"ეს სისტემა გვაძლევს საშუალებას, საგნის ჩარჩენის შემთხვევაში, არ დავიმატოთ სემესტრი და საგანი გავიაროთ ამ ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში. ჩვენ სემესტრი არ გვემატება, რადგან ნებისმიერ სემესტრში შეგვიძლია, ავიღოთ ჩვეულებრივზე მეტი კრედიტი და აღვადგინოთ საგანი" - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის მესამეკურსელი ელენე ჯავახიშვილი.

"ჩვენს უნივერსიტეტში ჩარჩენილი საგნის აღდგენის ორი გზა არსებობს, ან ოთხი სასწავლო წლის შემდეგ სემესტრის დამატება ან საგნის აღდგენა სასწავლო წლის ნებისმიერ სემესტრში" - აღნიშნავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის რეგისტრაციის ოფისის ხელმძღვანელი თამარ ცაგარეიშვილი. მისი თქმით, დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, სტუდენტის წლიური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 75 კრედიტს, რაც სტუდენტს აძლევს საშუალებას, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, წელიწადში დაიმატოს 15 კრედიტი და გადაიხადოს შესაბამისი თანხა.

"ვფიქრობ, მოლოდინი იმისა, რომ არადამაკმაყოფილებელი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში სტუდენტს მოუწევს თავად დაფაროს განმეორებით გასავლელი კრედიტის ღირებულება, წესით, ლოგიკურია" - ამბობს თამარ ცაგარეიშვილი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ თსუ-ში სტუდენტს არ უწევს სემესტრის დამატება და ჩარჩენილ საგანს 4 წლის განმავლობაში გადის, თანხას არ იხდის და დამატებითი კრედიტები შედის სემესტრულ გადასახადში.
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary