სიტყვა "არგუსი", ალბათ, უკვე მიხვდით აბრევიატურაა (არჩევანის გარემოს უზრუნველყოფის სისტემა), რომელიც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით გოლიათს (არგოს) ნიშნავს, რომელსაც ბევრი თვალი ჰქონდა და ამიტომ ყოველთვის ფხიზლად იყო. არგუსის ფუნქციაც მუდმივი სიფხიზლეა.
ზოგადად, არგუსის დანიშნულებას ორგანიზაციის საკადრო პოლიტიკის შემუშავება, უნივერსიტეტში დასაქმებული თანამშრომლების ფუნქციების განსაზღვრა, ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან ხელშეკრულებების პირობების გაკონტროლება წარმოადგენს. აგრეთვე, ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რაც ადმინისტრაციული პერსონალის კონკურსის წესით შერჩევასთან, კონკურსის პირობებისა და შეფასების მეთოდების განსაზღვრასა და სხვადასხვა მარეგულირებელი აქტის პროექტების მომზადებასთანაა დაკავშირებული.
როგორც ჩვენთან საუბრისას, ილიაუნის ასისტენტ-პროფესორმა დავით კიზირიამ აღნიშნა, სისტემის განვითარება რამდენიმე წლის წინ ილიაუნისა და IთDჩ პარტნიორობის საფუძველზე დაიწყო. "სისტემა ითვალისწინებს მრავალფუნქციურ, სასწავლო პროცესის ხელმშემწყობი ინფორმაციული სისტემის განვითრებას მორგებულს საუნივერსიტეტო და კერძოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციფიკურ პროცესებს". ამ პროექტში დავით კიზირიას ჩართულობა საუნივერსიტეტო ელექტრონული ფოსტისა და ვებკანცელარიის დაგეგმა-დანერგვისა და საბიბლიოთეკო ელექტრონული სერვისების (ვებკატალოგი, ვებპორტალი, ელბიბლიოთეკა...) დანერგვა იყო.
აღსანიშნავია ის, რომ არგუსი ქართული პროექტია და შესაბამისად ინოვაციურიც. ის განვითარებულია უნივერსიტეტისა და Iთ კომპანიის თანამშრომლობის საფუძველზე.
როგორც დავით კიზირიამ აღნიშნა, "განათლების სფეროში და მით უფრო საუნივერსიტეტო მიმართულებით არსებობს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციული სისტემა (LMშ, შIშ, ILშ...) არგუსის მთავარი უპირატესობა, ავტორთა აზრით, არის მისი მორგებულობა, ორიენტაცია კონრეტულად ილიაუნის საჭიროებებზე, მისი სტუდენტის, ლექტორისა და ადმინისტრაციის მოთხოვნებზე. არგუსი მორგებულია ილიაუნის რეალობაზე და შესაბამისად, მაქსიმალურად ორიენტირებულია კონკრეტულად ამ უნივერსიტეტის საჭიროებებზე. მოქნილი ინფორმაციული სისტემები სერვისებს უფრო თანამედროვეს ხდის და სტუდენტისა და ლექტორისათვის უფრო კომფორტულ გარემოს ქმნის".
რაც შეეხება სისტემის მუშაობას, მისი თქმით, სისტემის მოქმედი ფუნქციები გამართულია. "თუმცა, პერიოდულად, ისევე როგორც სხვა სისტემებში, ხდება გარკვეული ფუნქციების გაუმჯობესება-დახვეწა. არსებობს განვითარების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ახალი შესაძლებლობებით სისტემის გამდიდრებას" - აღნიშნა დავით კიზირიამ.
ილიაუნის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტი თამთა ამირაშვილი, არგუსის ხშირი მომხმარებელია. "არგუსი ძალიან კარგი პროგრამაა. რაც უნივერსიტეტში სიახლეა, ყველაფერს მისი საშუალებით ვიგებთ. ვფიქრობ, ყველა სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი სისტემა იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად შეიტყონ საუნივერსიტეტო სიახლეები" - აღნიშნა თამთამ.
ხათუნა ხოზრევანიძე ილიაუნის პირველკურსელია და ფიქრობს, რომ არგუსი საუკეთესო საშუალებაა მაშინაც, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო ლექციას ვერ ესწრები. "არგუსი ყველა სიახლის შეტყობინების საშუალებას იძლევა. რაც შეეხება ხარვეზებს, ეს სულ 2-3-ჯერ იყო ასეთი შემთხვევა. ისიც მაშინ ხდება, როდესაც საგნების არჩევის პერიოდია და ყველა სტუდენტი სისტემის გამოყენებას ცდილობს".