2009 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროკავშირის საგრანტო კონკურსში "TEMPUS" გაიმარჯვა, რის შემდეგაც სტუდენტებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიიღონ პროექტში და სასურველ ქვეყანაში (უნივერსიტეტში) განაგრძონ სწავლა.
როგორც სოხუმის უნივერსიტეტის საგარეო საქმეთა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ინდირა ძაგანიამ გვითხრა: „ამ ეტაპზე უნივერსიტეტს ორი გაცვლითი პროგრამა, ერასმუსი და იანუს 2 აქვს. ნებისმიერ სტუდენტს ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და ამის შედეგად ისწავლოს 6 ქვეყანაში: რუმინეთში, პოლონეთში, ფინეთში, ჰოლანდიაში, საფრანგეთსა და შვედეთში. ამჟამად სტუდენტები ყველა ქვეყანაში არ გვყავს გაგზავნილი, მაგრამ მათ რეალურად სწავლა ყველგან შეუძლიათ. სულ სამი სამიზნე ჯგუფია. პირველ სამიზნე ჯგუფში ხვდებიან: მაგისტრანტები, დოქტორანტები და აშ. მეორე სამიზნე ჯგუფში არიან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. ამ პროგრამაში ჩართვა ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია. მესამე სამიზნე ჯგუფში კი შედიან დევნილი სტუდენტები. მოგეხსენებათ, რომ მაინც სოხუმის უნივერსიტეტი ვართ და ჩვენს პრიორიტეტს ისეთი სტუდენტების ხელშეწყობა წარმოადგენს, ვისაც მატერიალური პირობები არ აქვს და, შესაბამისად, ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ პროგრამაში მოხვდნენ“.
გაცვლით პროგრამაზე დარეგისტრირება საკმაოდ მარტივ პროცედურას წარმოადგენს. ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია, შევიდეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე, აირჩიოს სასურველი პროგრამა და შეავსოს აპლიკაცია. როგორც ინდირა ძაგანიამ აღნიშნა, ყველა სტუდენტს აქვს ამ პროექტში მოხვედრის შანსი: “წინა წლებში, სტუდენტს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ინგლისური ენის სერტიფიკატი, ახლა ეს გაადვილებულია. თუ შენ გაქვს სერტიფიკატი, ეს რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თუ სტუდენტს არ აქვს, მას შეუძლია საკუთარ პედაგოგს (რომელთანაც გაიარა ინგლისური) სთხოვოს საბუთი, რომლითაც დაადასტურებს ინგლისური ენის ცოდნის დონეს. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, აპლიკაციის შევსებისას სტუდენტი თავად უთითებს, რა დონეზე ფლობს ინგლისურ ენას. მას შემდეგ, რაც სტუდენტი ყველა ეტაპს გაივლის, გასაურება ხდება „სკაიპით“ და, შესაბამისად, მისი ინგლისური ენის ცოდნაც შემოწმდება“.
გარდა ერასმუსის პროგრამისა, უნივერსიტეტი მემურანდუმების მეშვეობით ყოველ სემესტრში ოთხ წარჩინებულ სტუდენტს უცხოეთში აგზავნის სასწავლებლად. შემდეგ ისინი ბრუნდებიან და სოხუმის უნივერსიტეტში აგრძელებენ სწავლას.
ხვიჩა ჭყოიძე სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტია და სამომავლოდ რუმინეთში აპირებს სწავლის გაგძელებას: “სავარაუდოდ, მესამე კურსიდან ვგეგმავ, რომ წავიდე, თუ, რა თქმა უნდა, გამიმართლებს და წარმატებით გადავლახავ წინააღმდეგობას. ის მთავარი ინფორმაცია, რაც საჭიროა და რაც დაგვეხმარება სწავლის გაგრძელებაში, სრულყოფილად მოგვეწოდება სტუდენტებს. რა კითხვებიც გამაჩნდა ყველაფერზე ამომწურავად გამცეს პასუხი და ყველანაირად ცდილობენ, რომ სოხუმის უნივერსიტეტის ბავშვებმა სწავლა გააგრძელონ ევროპის უნივერსიტეტებში. პრობლემა ისაა, რომ პირადად მე, ვერანაირ დაინტერესებას ვერ ვხედავ სტუდენტებში, უბრალოდ არ აინტერესებთ, ეს არის მთავარი პრობლემა და არა ის, თუ რამდენად ეხმარება უნივერსიტეტი სწავლაში. სტუდენტები თავად არ ინდომებენ, თორემ მიუღწეველი არაფერია“.
„სოხუმის უნივერსიტეტი სწავლის გაგრძელებაში ნამდვილად ეხმარება სტუდენტებს, რადგან პირადად ვიცნობ მათ, ვინც უცხოეთშია სასწავლებლად წასული. ვფიქრობ, უნივერსიტეტის მხრიდან ხელშეწყობა არის, პირობებიც მისაღები და მოსაწონია ჩემთვის. კონკრეტულად მომწონს ის, რომ რამდენიმე უნივერსიტეტში სერტიფიკატის (ინგლისური ენის) გარეშეც შეგიძლია წასვლა და გასაუბრება ონლაინრეჟიმში ხდება. სავარაუდოდ, ავირჩევ იმ უნივერსიტეტს, რომელიც სერტიფიკატს არ ითხოვს, რადგან ეს კიდევ დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული“ - გვითხრა სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტმა სოსო მეზვრიშვილმა.
გაცვლითი პროგრამებით დაინტერესების მიუხედავად, ადმინისტრაციისგან ვერაფერი შეიტყო სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტმა ნინო თავაძემ: „პირველკურსელი ვარ და რომ მივედი, მითხრეს გაცვლითი პროგრამა ჯერ არ გეხება და მომავალ წელს მოგვაკითხეო. მეტი არაფერი უთქვამთ. მგონი, რაღაც მხრივ მაინც უნდა დავეკვალიანებინე. ერასმუსის პროგრამით მინდა წასვლა. მოხარული ვიქნები, თუ თქვენი სტატიიდან მაინც შევიტყობ რამე ახალს გაცვლით პროგრამებზე“.