„ეს შენობები 1975 წელს არის აშენებული, თავიდან ხუთი კორპუსისაგან შედგებოდა, თუმცა, ახლა მხოლოდ ორიღა შემოგვრჩა“. სწრაფი ნაბიჯით მიგვიძღვის ქალბატონი თამარი დერეფანში, სიცივისაგან გათოშილ ხელებს იფშვნეტს და გვიყვება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შესახებ.
ქალბატონი თამარი უკვე 30 წელია აქ ცხოვრობს, ექვსი წელია სტუდენტური ქალაქის მეორე კორპუსის ადმინისტრატორია და ორ შვილთან ერთად იზიარებს სტუდქალაქის ცხოვრებას.
როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, საცხოვრებელი სულ რამდენიმე წლის წინ ხუთი კორპუსისაგან შედგებოდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სტუდენტებს ჯერ ორი კორპუსი ჩამოართვა, 2011 წელს კი მესამე კორპუსიდან სტუდენტები გამოასახლა და დევნილებს დაუთმო. როგორც სტუდენტები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, ახლა ისინი უფრო გვანან იძულებით გადაადგილებულ პირებს, ვიდრე მათ ადგილზე შესახლებული ოჯახები. „სტუდენტების გამოსახლება რომ დაიწყეს, ეს ისეთი სისწრაფით მოხდა, ავეჯს თითქმის ფანჯრიდან ყრიდნენ, შესაბამისად, რაც ნაკლებად დაზიანდა, ახლა ჩვენს ოთახებშია. სიმართლე გითხრათ, ახლა დევნილებს ისინი უფრო გვანან თუ ჩვენ, ვერც ვხვდები“ - გვეუბნება 22 წლის ნათია.
2011 წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ სტუდქალაქს მხოლოდ ორი, ოთხსართულიანი კორპუსიღა შემორჩა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტუდქალაქში მხოლოდ ის სტუდენტები იცხოვრებდნენ, რომლებიც თსუ-ში სწავლობდნენ. გამონაკლისის სახით, გარდა იმისა, რომ დედმამიშვილები 60 ლარის ნაცვლად 50 ლარს გადაიხდიან, სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელს აქ ცხოვრება შეუძლია თუ მისივე დედმამიშვილი თსუ-ს სტუდენტია. „უნივერსიტეტი იძულებული გახდა, ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, რადგან მესამე კორპუსის ჩამორთმევის შემდეგ უამრავი სტუდენტი გარეთ დაგვრჩა. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებსაც კი ვეღარ ვღებულობდით. ამიტომ მათ, ვინც სხვა უნივერსიტეტში სწავლობდა, ერთი წლის ვადა მივეცით საცხოვრებელი პრობლემის მოსაგვარებლად, ერთი წლის შემდეგ კი იძულებულები გახდნენ, ბინები დაეტოვებინათ. ჩვენ კი იმის გამო, რომ ადგილები არ გვყოფნიდა, ვესტიბიულები გადავტიხრეთ და სტუდენტების ნაწილი იქ შევასახლეთ“ - გვიყვება ქალბატონი თამარი.
გადატიხრულ ვესტიბიულში, რომელსაც ორი მინის კედელი აქვს, მოუწია ცხოვრება ჯულიეტას თავის დასა და კიდევ ერთ მეოთახესთან ერთად. „რამდენი გამათბობელიც უნდა ჩაგერთო, იმ ოთახს მაინც არაფერი ათბობდა, ვერ აგიღწერთ, როგორ ციოდა. რომ გადმოვდიოდით, გვითხრეს, რომ ოთახი ძალიან ცივი იყო, თუმცა, იმის გამო, რომ საცხოვრებელი გვჭირდებოდა, დავთანხმდით. მერე ოთახი გათავისუფლდა და ჩვენც აქ გადმოვედით“ - ამბობს ჯულიეტა და იხსენებს პერიოდს, როდესაც უნივერსიტეტში ჩააბარა და 2011 წელს თავის დასთან ერთად, რომელიც მასზე ერთი წლით უფროსია და საქართველოს უნივერსიტეტში სწავლობს, თსუ-ს სტუდქალაქში სოფელ დვანიდან საცხოვრებლად გადმოვიდა.
საერთო საცხოვრებელი, რომელიც ამ დროისთვის 200-მდე ოთახს მოიცავს, სამ-სამ დროებით მობინადრესთან ერთად, თბილისის ერთ-ერთ უბანში, ბაგებში მდებარეობს და სასიამოვნო ხედებით გამოირჩევა. ეს კი, როგორც მესამეკურსელი შორენა თიელიძე ამბობს, სტუდქალაქში არსებული გაუსაძლისი პირობების ფონზე ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი დადებითი მხარეა და კარგი პირობაა სწავლის მოტივაციისთვის.
სტუდქალაქში ერთი თვის საფასური 30 ლარს შეადგენს და საცხოვრისთან ერთად კომუნალურ გადასახადებსაც ითვალისწინებს. აქ ყველაფერი სტანდარტულია და ერთმანეთის ფორმას იმეორებს იმ ერთი ნათურის ჩათვლით, რომელიც გრძელი დერეფნების ცენტრში ჰკიდია და მონდომებით ცდილობს, მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.
„როგორც ასეთი, აქ სამზარეულო არ აქვთ, სამზარეულოს მოვალეობას ეს პატარა ოთახი ასრულებს, კერძებს კი თავიანთ ოთახებში ამზადებენ“ - კარს გვიღებს ქალბატონი თამარი და შევყავართ ორი კვადრატული მეტრის ფართის ოთახში, სადაც მხოლოდ ჭურჭლის სარეცხი ნიჟარაა, სააბაზანოსაგან კი მხოლოდ ერთი კარი ჰყოფს და გვიხსნის, რომ ეს საერთო საცხოვრებელია. მისი ასეთი განლაგების პრინციპიც სწორედ აქედან გამომდინარეობს და გვაჩვენებს წყლის გამაცხელებელს, რომელიც სტუდენტებს 24 საათის განმავლობაში ცხელი წყლით უზრუნველყოფს.
უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც ზაზა წაქაძე სტუდქალაქის მმართველია, როგორც ის ამბობს, მისი მმართველობის მანძილზე უმთავრეს პრობლემად კვლავ სტუდქალაქის კეთილმოწყობა და სტუდენტებისათვის კომფორტული გარემოს შექმნა რჩება: „უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც სტუდქალაქის მმართველი ვარ და ამ პერიოდის მანძილზე ჩვენი უმთავრესი პრობლემა კვლავ სტუდქალაქის კეთილმოწყობა და სტუდენტებისათვის კომფორტული გარემოს შექმნაა. დანარჩენი რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებთ. 1975 წლის შემდეგ აქ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, იმის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტს საკმაოდ ძვირი უჯდება სტუდქალაქის შენახვა, ის მცირედი, რისი გაკეთებაც უნივერსიტეტმა შეძლო, იყო ის, რომ გასულ წელს სველი წერტილები შეაკეთა და ელექტროენერგიის გაყვანილობა გამოცვალა“.
ყოველივე ამის მომსწრეა ნათია მახათაძე, რომელიც ახლა იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც პირველ სართულზე ერთი საერთო აბაზანა, დერეფნების ბოლოს კი საპირფარეშოები ჰქონდათ. „რომ გადმოვედით ოთახს კი ვუშველეთ ისე, რომ საცხოვრებლად ვარგისი ყოფილიყო, მაგრამ სველი წერტილები საშინელ მდგომარეობაში დაგვხვდა. პირველ სართულზე იყო ერთი საერთო აბანო და საპირფარეშოები დერეფნების ბოლოს, რომლებიც იმაზე ბევრად ცუდ მდგომარეობაში იყო, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ. მართალია, შარშან გააკეთეს სველი წერტილები და ახლა აბანოებიც ყველა სართულზე გვაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ისეთი ჩქარი ტემპით მოხდა, რომ როგორც ჩანს, მის ხარისხზეც აისახა. ამიტომ ვერ ვიტყვი, ყველაფერი ხარისხიანია-მეთქი, რადგან ახლა ყველაფერი გაფუჭებულია. ყოველ კვირას რაღაც ახალი ფუჭდება, ხან მილი სკდება და აბაზანაში ხტუნვა-ხტუნვით შევდივართ. იმ ძველს, რა თქმა უნდა, ჯობია, მაგრამ დიდი არაფერია. მით უმეტეს, რომ ადრე ცალკე გვქონდა სამზარეულო, სადაც ჭურჭლის ნიჟარა იყო, საჭმელს მაშინაც ოთახებში ვამზადებდით, ახლა კი საპირფარეშოს მიუერთეს“ - გვიყვება ნათია.
ის წარმოშობით ჭიათურიდანაა, უკვე სამი წელია სტუდქალაქში თავის დასთან ერთად ცხოვრობს. როგორც ნათია ამბობს, წასასვლელი რომ ჰქონდეს სიამოვნებით წავიდოდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მათ ოჯახს მხოლოდ დედა ინახავს ამ დროისთვის, ამას სჯერდება და აღნიშნავს, რომ სულ უმადურობაც არ შეიძლება.
„მგონი, პრობლემა აქ არ არსებობს, ყველანაირად სტუდენტური გარემოა, ადმინისტრაციაშიც ძალიან თბილი ხალხია“ - ასეთ შეფასებას აკეთებს თეონა ჩვენთან საუბრისას და ნათიასაგან განსხვავებით აღნიშნავს, რომ: „აქ იმდენად თბილი გარემოა, რომ როგორც ჩემი მეოთახე ამბობს, სხვა ბინა რომც მაჩუქონ, სხვაგან არ გადავალ“- ამბობს მესამე კურსის სტუდენტი თეონა. სტუდენტურ გარემოში კი როგორც ის განმარტავს, გულისხმობს იმ შეკრებას, რომელსაც ისინი საღამოობით მართავენ: „ბავშვები აქ სხვადასხვა საკრავზე ვუკრავთ. მე თვითონ „გორდელას“ მომავალი თაობა ვარ და ვმღერი. საღამოობით კი, როდესაც თავისუფალი დრო გვაქვს, ვიკრიბებით და ვმღერით. ასე რომ, სტუდქალაქი, თუ ბანალური არ იქნება, ვიტყვი, რომ ერთი დიდი ოჯახია და აქაურმა სიტუაციამ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. მე ვფიქრობ, რომ ჯობია ასე იყოს, ვიდრე მეტი გადავიხადოთ. ამითაც კმაყოფილი ვარ. თუ საფასური გაიზრდება, იძულებული გავხდები, საცხოვრებელი დავტოვო, რადგან საფასურს ვერ შევწვდები. თეონას მსგავსად ფიქრობს სტუდენტების ნაწილი და მიაჩნიათ, რომ საფასურის გაზრდის შემთხვევაში იძულებულები გახდებიან, სტუდქალაქი დატოვონ.
„ხარისხი შეეფერება ფასს“, „ვარგისი გადასარჩენად, მაგრამ არა საცხოვრებლად“ - ამ და სხვა შეფასებებს იყენებენ ნიკა და მისი მეგობრები ჩვენთან საუბრისას და აღნიშნავენ, რომ მთავარი არის ის, რომ წყალი არ ჩამოსდით და უფრო მნიშვნელოვნად კი ის მიაჩნიათ, რომ მათ ერთმანეთი ჰყავთ.
როგორც სტუდენტები გვეუბნებიან, თავისუფალი დრო, ძირითადად, რომელიც სწავლისა და სამსახურის გამო ძალიან იშვიათად აქვთ, ცდილობენ, მაქსიმალურად გამოიყენონ. როგორც მეორე კურსის სტუდენტი ნიკა ამბობს, ისინი თვითონ ცდილობენ, რაღაც შეცვალონ: „ჩვენ თვითონ ვცდილობთ, რაღაც შევცვალოთ და გავხალისდეთ, მეტ-ნაკლებად გამოგვდის კიდეც. შარშან ინტელექტუალური თამაში მოვაწყეთ, საღამოობით კი მეგობრები ხშირად ვიკრიბებით, ვუკრავთ, კარტს ვთამაშობთ და დროს სასიამოვნოდ ვატარებთ“.
მიუხედავად იმისა, რომ სტუდქალაქში ცხოვრების მსურველთა რაოდენობა დიდია, სტუდქალაქს მათი მიღება არ შეუძლია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ დროისათვის თავისუფალი ოთახები აღარ აქვთ. როგორც ქალბატონი თამარი ამბობს, მოსახვედრად რეგისტრაციასთან ერთად აუცილებელ წინაპირობას თავისუფალი ოთახების არსებობა წარმოადგენს.
როგორც თსუ-ს უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ტალახაძე ამბობს, მას უკვე მზად აქვს ბიუჯეტის ახალი პროექტი, რომელიც სტუდქალაქის განახლებასაც ითვალისწინებს: „მოვამზადე ახალი ბიუჯეტის პროექტი, სადაც გაწერილი მაქვს სტუდქალაქის შეცვლის ხარჯიც, განახლებაში კი იგულისხმება დერეფნები, ვესტიბიულები და ფასადების შეკეთება“.
სტუდქალაქს შებინდებისას ვტოვებთ. ირგვლივ ნესტის სუნია, 38 წლის წინ შემინული დარაბები კი დერეფნის ბოლოს უშედეგოდ ცდილობენ ქარის შეკავებას.
ფოტო თემურ გუგუშვილი ქალბატონი თამარი უკვე 30 წელია აქ ცხოვრობს, ექვსი წელია სტუდენტური ქალაქის მეორე კორპუსის ადმინისტრატორია და ორ შვილთან ერთად იზიარებს სტუდქალაქის ცხოვრებას.