ილიაუნის ბიზნესსკოლაში ცვლილებები გაგრძელდება
ილიაუნის ბიზნესსკოლაში ცვლილებები გაგრძელდება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტი რამდენიმე წელია არსებობს. მიუხედავად ამისა, ფაკულტეტზე მრავალი ცვლილება მოხდა და როგორც ჩვენთან საუბრისას ილიაუნის ბიზნესსკოლის დეკანმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, ეს ცვლილებები მუდმივად გაგრძელდება. გასული წლის ზაფხულში ფაკულეტეტი რამდენიმე პროფესორმა დატოვა და მათი ჩანაცვლება ახალი პროფესორებით მოხდა. "ლექტორების გაშვება არ მომხდარა. მათმა ნაწილმა საკუთარი ინიციატივით დატოვა უნივერსიტეტი. მათთან ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა და, შესაბამისად, არანაირი ვალდებულება არ არსებობდა. ახლა გვყავს დაახლოებით 100-მდე ლექტორი. მათთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ ვიღაცას გავუგრძელებთ კონტრაქტს, ვიღაცას - არა. ბიზნესსკოლა ვერ იქნება ისე, რომ 10-15 წელი არაფერი შეიცვალოს მხოლოდ ლექტორების ინტერესების გამო. განათლების სფეროში ცვლილები - ეს ჩვეულებრივი პროცესია" - გვითხრა საუბრისას ბიზნეს სკოლის დეკანმა. მისი განმარტებით, ბიზნესის სფერო მუდმივად განიცდის ცვლილებას და სწავლის პროცესმაც მას უნდა აუწყოს ფეხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება ისეთი კადრების გამოშვება, რომლითაც ბიზნესკომპანიები დაინტერესდებიან.

მაკა კახელი ილიუნის ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულია და ფიქრობს, რომ მას ძალიან კარგი ლექტორები ასწავლიდნენ - "პირველი ლექტორი, ვინც გაუშვეს ჩემს დროს, ეს იყო კობა არაბული. ამის გამო მახსოვს, აქციებიც კი მოეწყო უნივერსიტეტის წინ. მე ნამდვილად კმაყოფილი ვიყავი ლექტორებით და მივიჩნევ, რომ საკმაოდ გამოცდილი ადამიანები გვასწავლიდნენ."

ამჟამად უნივერსიტეტში 50-მდე წარმატებული კომპანიის წარმომადგენელი ასწავლის - "ბიზნესის სკოლის სტუდენტებს საბჭოთა ეკონომიკასა და წარმოებას არ უნდა ასწავლიდნენ, ეს სტუდენტებისთვის არაფრის მომცემია. ჩვენ გვჭირდება ისეთი ლექტორები, რომლებსაც ექნებათ თეორიული, თუ აკადემიური გამოცდილება და ამასთანავე იქნებიან წარმატებული კომპანიების ხელმძღვანელები. მათზე უკეთ ვინ შეიძლება, ასწავლოს სტუდენტებს? ვისაც უშუალო შეხება აქვს მიმდინარე პროცესებთან და იცის ბიზნესის კეთება" - გვითხრა დეკანმა.

ყველა სიახლე, რაც ფაკულტეტზე ხდება, მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალი ლექტორების მიღება, თუ მოწვევა მოხდა. ბიზნეს სკოლას ამ სემესტრში დაახლოებით 30 პროგრამა დაემატა. "გვინდა, რომ სტუდენტების ადაპტირება, რაც შეიძლება, მალე მოხდეს. განსაკუთრებით მეოთხე კურსელებს ვგულისხმობ, რადგან ხვალ რომ დაამთავრებენ, შეძლონ უკვე მუშაობა. ისინი გადიან სულ პრაქტიკულ საგნებს. ესეც ის სიახლეა, რომელიც განვახორციელეთ და ასეთი პროცესები მუდმივად გაგძელდება" - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

უნივერსიტეტი ორიენტირს მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე აკეთებს. დეკანმა ყველა იმ პროექტზე ისაუბრა, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან განხორცილდა, მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება. "ჩვენი ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც სულ ახლახან განვახორციელეთ - ეს არის ილიუნის ბიზნეს რევიუ, სადაც 1000-მდე სტუდენტია ჩართული და კვლევებს ატარებენ. ეს კვლევები საკმაოდ ძვირია, რის გამოც საშუალო და მცირე ბიზნესი ვერ ატარებს. ჩვენ ამას უფასოდ ვაკეთებთ და ძალიან ბევრი კომპანია თანამშრომლობს ჩვენთან" - აღნიშნა დეკანმა.

ილიაუნის ბიზნესრევიუს კვლევები ჟურნალ "ფორბსში" იბეჭდება, რასაც დეკანი ყველაზე მნიშვნელოვან სიახლედ მიიჩნევს. გარდა ამისა, ბიზნესსკოლის რამდენიმე საგანმა ჰარვარდის უნივერსიტეტის აკრედიატაცია მოიპოვა, რის შედეგადაც უნივერსიტეტს აქვს იმ მასალებზე წვდომა, რომლითაც მხოლოდ ჰარვარდის სტუდენტებს შეუძლიათ სარგებლობა. ბიზნესრევიუს კვლევებს იყენებენ სხვადასხვა ტელე თუ რადიოგადაცემაში.

ილიაუნის სურვილია, გაცილებით მეტი წარმატებული კომპანიის წარმომადგენელი მოიწვიოს უნივერსიტეტში. იმის გამო, რომ საათების რაოდენობა განსაზღვრულია და ფიზიკურად მეტის მოწვევა ვერ ხერხდება, ისინი კომპანიებს უთანხმდებიან და სტუდენტებისთვის უფასო ტრენინგებს ატარებენ. "ამ პროექტით უკვე ბევრმა კომპანიამ წაიყვანა ჩვენი სტუდენტი სამუშაოდ, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია" - გვითხრა დეკანმა.

19 წლის გიორგი ილიუანის ბიზნეს სკოლის მეორე კურსის სტუდენტია და მიიჩნევს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამ უნივერსიტეტში ჩააბარა. "ვფიქრობ, რომ წარმატებულ პროექტებს ახორცილებს ილიაუნის ბიზნეს სკოლა და გარდა სწავლებისა, სტუდენტების პრაქტიკულ განათლებაზეც ზრუნავს" - თქვა გიორგიმ.
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary