15 ნოემბერს, 18:30 საათზე, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (DVV International) გამართავს მორიგ დისკუსია თემაზე: "ძალადობის ნარატივი ქართულ რეალობაში".
13 ნოემბერს, 17:00 საათზე, "ახალგაზრდულ პრესკლუბში" საჯარო დისკუსია თემაზე - "საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები" გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში განიხილება პროექტი "აწარმოე საქართველოში".
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, "ბუქ სითიში" საჯარო ლექციების სერია იწყება. ლექციები ქალთა მიმართ ძალადობის თემას ეხმაურება.
13 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი", ილიაუნის ლიტერატურული კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ფიოდორ დოსტოევსკის შესახებ ისაუბრებს.