ფოტოამბები
გზა გალისკენ...
21 მაისი, 2024
წვიმიან ამინდში ენგურის ხიდის გავლისას უკვე იცი, რომ გალის ქუჩები თითქმის დაცარიელებული იქნება, გზები ატალახებული, მიტოვებული შენობები კი მოქუშული ამინდის ფონზე კიდევ უფრო სევდიანი.
ქუჩა ეზოში
19 მაისი, 2024

მე უბრალოდ ჩემს ამბავს მოვყვები. სოხუმის ამბების მოყოლას განსაკუთრებული ხიბლი აქვს იმ ხალხთან, ვინც ეს ქალაქი იცის და უყვარს.

ფარაჯანოვის 100 წელი
18 მაისი, 2024
100 წლის წინ, 9 იანვარს, თბილისში სომხურ ოჯახში სერგეი ფარაჯანოვი დაიბადა: კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი.
"ჭიაკოკონობა" და "ბერკა" ცხინვალში
16 მაისი, 2024

სამხრეთ ოსეთში აღდგომის დღესასწაული, ალბათ, ყველაზე მეტად ბავშვებს უყვართ. მთელი წინასააღდგომო კვირა ხომ სახალისო ღონისძიებებით არის დატვირთული. ოთხშაბათ საღამოს "ჭიაკოკონობას" აწყობენ. ბავშვები კოცონს ანთებენ და ახტებიან.

სააღდგომო ღამისთევა ფოკის მონასტერში
07 მაისი, 2024
ფოკის მამათა მონასტერში აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად მართლმადიდებელი მრევლი ყოველ წელს იკრიბება. ტრადიციულად აღდგომის დადგომისთანავე სასულიერო პირები და მრევლი მონასტერთან ახლოს, ფარავნის ტბის პირას, აღმართულ ჯვართან მიდის მსვლელობით და მას სამ წრეს არტყამს.
ოჩამჩირის "ლიტერატურული კლუბი"
03 მაისი, 2024
აპრილის მიწურულს ოჩამჩირეში მე-6-8 კლასელებისთვის „ლიტერატურული კლუბის“ კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიება გაიმართა SmART Class-ში, რომელიც არაფორმალური შეხვედრებისთვის ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მოეწყო.

„ლიტერატურული კლუბის“ მონაწილეები ლიტერატურულ გემოვნებას განიხილავდნენ. შეხვედრა სამ ნაწილად დაყვეს. პირველ ეტაპზე ისაუბრეს იმ წიგნებზე, რომლებსაც ახლა კითხულობენ და განმარტეს, თუ რატომ შეარჩიეს წასაკითხად ესა თუ ის წიგნი. შემდეგ მსჯელობდნენ წლების განმავლობაში ლიტერატურული გემოვნების სახეცვლილებაზე. უკვე ბოლო ეტაპზე ისაუბრეს იმ ჟანრებსა და წიგნებზე, რომლებსაც არასდროს წაიკითხავენ. როგორც აღმოჩნდა, თითოეული მათგანი რეგულარულად ეძებს ახალ წიგნებს, ერთმანეთს სიხარულით გაუზიარეს საკუთარი რეკომენდაციებიც.





სკოლის ამ ასაკის მოსწავლეებისთვის „ლიტერატურულ კლუბში“ მონაწილეობა სიახლე იყო, რადგანაც ოჩამჩირეში მსგავსი ღონისძიებები ხშირად არ ეწყობა. წამყვანებმა სცადეს, დამსწრე მოსწავლეები არაფორმალური გარემოთი დაეინტერესებინათ, რაც მათ გამოუვიდათ. ფოტოებზე ძალიან კარგად ჩანს ბავშვების ემოციები.


At the end of April, a "Literary Club" meeting was convened in Ochamchire for students in grades 6 through 8. This event took place in the SmART Class, a space designed for informal gatherings with support from the European Union and the United Nations Development Program.

During the meeting, club members engaged in discussions about their literary tastes. The session was structured into three parts. Initially, participants shared the books they are currently reading and explained their reasons for selecting these specific titles. The conversation then shifted to how their literary preferences have evolved over time. In the final segment, they discussed the genres and books they would likely never explore. It became evident that each student is actively seeking new literary experiences and was eager to exchange recommendations.

The inclusion of middle school students in the "Literary Club" is a relatively novel concept in Ochamchire, as such events are seldom organized for this age group. The facilitators effectively captured the students' interest in a relaxed setting, a success that is vividly reflected in the photographs from the event.

The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Friedrich-Ebert-Stifftung and Free Association.

Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary