30 მაისი, 2021
XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში აფხაზთა მეურნეობის ძირითადი დარგი მესაქონლეობა იყო. სამიწათმოქმედო კულტურებიდან ძირითადად, მოჰყავდათ: ფეტვი, ღომი, ქერი, სიმინდი, თამბაქო; ბოჭკოვანი კულტურებიდან კი – სელი, კანაფი და ბამბა. მევენახეობასაც მისდევდნენ. აფხაზთა ყოფაში განსაკუთრებული ადგილი ნადირობასა და მეფუტკრეობას ეჭირა, ეწეოდნენ ტყის მეფუტკრეობასაც – გარეული ფუტკრის თაფლის შეგროვებას.
25 მაისი, 2021
For English scroll down
ფოტოგრაფიის განვითარებამ გასულ საუკუნეებში მცხოვრები ადამიანების ვიზუალური გამოსახულება შემოგვინახა და ისინი თანამედროვეთათვის უფრო ახლობელი და თვასლაჩინო გახადა.
20 მაისი, 2021
For English scroll down
სოხუმში, აფხაზური პროდუქციის გამოფენა საერთაშორისო ტურისტული ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს პროდუქტების დაგემოვნება და მოწონების შემთხვევაში, შეძენაც შეეძლოთ.
07 მაისი, 2021
For English scroll down
სამხრეთ ოსეთში აღდგომის დღესასწაული განაკუთრებით ბავშვებს უყვართ. წინასააღდგომო კვირაში ჭიაკოკონობას აწყობენ, ოთხშაბათს საღამოს კოცონს ანთებენ და ახტებიან. უნდა აღინიშნოს, რომ კოცონით მხოლოდ ბავშვები არ ერთობიან.
შაბათს საღამოს, აღდგომის დღესასწაულის დადგომამდე, პატარები მახლობლად მდებარე სახლებში მიდიან და ნობათს აგროვებენ.
17 სექტემბერი, 2020
16 სექტემბერს, ფაბრიკაში, პროექტის "ფოტოისტორიები "რეგიონიდან""პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტების ნამუშევრებს გაეცნო. ფოტოისტორიები სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ადამიანების, არსებული საინტერესო ადგილებისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ მომზადდა, მათ შორის: სოხუმში, გაგრაში, ახალ ათონში, ცხინვალში.
11 სექტემბერი, 2020
5 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ბავშვები სკოლაში 6 თვეა არ ყოფილან, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო და დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს.