ფოტოამბები
ოსური ცეკვის რეპეტიცია
31 ოქტომბერი, 2022
ფოტოამბავში ოსური ეროვნული ცეკვის მრავალრიცხოვანი ჯგუფიდან ერთ-ერთის რეპეტიციაზე მოგიყვებით, ჯგუფები სამხრეთ ოსეთში მუშაობენ. ცეკვა როგორც ბავშვებში, ისე მშობლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არის ადგილი, სადაც ბავშვები მოჭარბებული ენერგიისგან თავისუფლდებიან და დისციპლინას ეჩვევიან.
მონატრებული სახლი - აფხაზეთი
31 ოქტომბერი, 2022
ამ დღემდე აფხაზეთს მხოლოდ 27 სექტემბრისადმი მიძღვნილი სატელევიზიო ეთერებითა და მეგობრის მოგონებებიდან ვიცნობდი. ზოგჯერ წარმოვიდგენდი, ზაფხულის დილას მეგობართან ერთად მისი სახლიდან გადამწვანებულ ეზოში როგორ გამოვრბივართ, სადაც ბალახი შიშველ ფეხებს გვისველებს, შემდეგ ზღვისკენ ვეშვებით, ხის ხიდს გავდივართ, მზეს ვეფიცხებით და ზღვის ხმაურს ვუსმენთ...
მასწავლებლის დღე ახალგორში
21 ოქტომბერი, 2022
დაბა ახალგორში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელშიც ახალგორის რაიონში მცხოვრები მოსწავლეები მონაწილეობდნენ, როგორც ქართველები, ისე ოსი ბავშვები. კონცერტი რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.
სოფლად ცხოვრება გალის რაიონში
16 ოქტომბერი, 2022
გალის რაიონი დღესდღეობით აფხაზეთის ის მხარეა, სადაც ყველაზე მეტი ქართველია დასახლებული. გალში სოფლად ცხოვრების ყოველდღიურ რუტინას ადამიანები მეტ-ნაკლებად მიეჩვივნენ და ცდილობენ, ფეხი აუწყონ, რომ გადარჩნენ.
მოსახლეობის დიდი ნაწილი მიწათმოქმედებით, მეციტრუსეობითა და მებოსტნეობით არის დაკავებული.
ყარაბაღის მუსიკალური კოლეჯი
10 ოქტომბერი, 2022
აღდამის მუსიკალური კოლეჯი ყარაბაღის ერთ-ერთი უძველესი სკოლაა. ეს პირველი მუსიკალური კოლეჯია, რომელიც რეგიონში დაარსდა.
ზამთრის სამზადისი
08 ოქტომბერი, 2022
ახალგორის რაიონი ბუნებრივი გაზით დღემდე არ მარაგდება. ადგილობრივები გათბობის საშუალებად დენის გამათბობლებსა (ძირითადად ორგანიზაციები) და შეშას იყენებენ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary