ნაცნობ-მეგობრებში დარიგებული სახელმწიფო ბიუჯეტი თუ სპორტის სამინისტროს ფონდის ობიექტური კონკურსები?!
29 ივლისი, 2014
დამატებითი შემოსავალი მათთვის, ვინც დასაქმებულია და ძირითადი საარსებო წყარო უმუშევართათვის. შეიძლება, საგრანტო კონკურსებიდან მიღებული სიკეთე ძალიან ბევრი ოჯახისთვის, ახალგაზრდისთვის ერთადერთი შემოსავალი იყოს. ქვეყანაში არსებული რეალობა, დაბალი სახელფასო სარგო და რიგ შემთხვევებში ყოველთვიური ანაზღაურების არარსებობა, ზრდის მსგავსი ტიპის კონკურსების მნიშვნელობას. საგრანტო კონკურსებს ატარებენ როგორც საერთაშორისო ფონდები, ასევე სახელმწიფო უწყებები.
ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში
19 ივლისი, 2014

2014 წლის მარტიდან ხუთი თვის განმავლობაში თბილისში, ზუგდიდსა და თელავში პროექტი „ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში“ მიმდინარეობდა. მისი ჩატარების ინიციატივა სამ არასამთავრობო ორგანიზაციას - ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრს (CSDC), ,,საუნჯესა“ და „აფხაზეთს“ ეკუთვნის.
ნინო ზურიაშვილი: „ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მორჩილი"
12 ივლისი, 2014
„საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მუშაობა ისეთივე ამოცანაა, როგორც მათემატიკოსისთვის რთული მაგალითი. ეს არის პროცედურა, რომელიც მე ძალიან მიზიდავს “ - ნინო ზურიაშვილი.
კამპანია ,,დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ“
12 ივლისი, 2014
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“ დაარსდა 2008 წელს იმ მიზნით, რომ გარემოსდაცვითი საკითხები, მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიის პრინციპები, თანასწორობა და სოციალური სამართლიანობა საზოგადოების განხილვის საგანი გამხდარიყო, უკეთეს შემთხვევაში კი, ამ საკითხებზე აქტიური მუშაობის შედეგად კონკრეტული რეზულტატებისთვისაც მიეღწიათ.
პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები ახალგაზრდების თვალსაწიერში
12 ივლისი, 2014
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი - CPSS“ 2011 წელს დაარსდა. თეონა ტურაშვილი ერთ-ერთია იმ 14 თანამოაზრიდან, ვინც არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა. ის ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის“ გენერალური დირექტორია. ,,ჩვენ იმ პერიოდში ერთმანეთს ვიცნობდით თსუ-ს სოცალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან, გვაერთიანებდა ერთი სურვილი - ძალიან გვაინტერესებდა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხები. როდესაც ორგანიზაციის დაფუძნების იდეა გაჩნდა, რამდენიმე მეგობარი ვსწავლობდით სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროგრამაზე ,,ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“.
სტუდენტური დაზღვევა - ვის, როდის და როგორ შეუძლია სარგებლობა?
05 ივლისი, 2014
სტუდენტური დაზღვევა საქართველოს მასშტაბით 2012 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყო. სტუდენტები რეგიონების მიხედვით სხვადასხვა კერძო სადაზღვევო კომპანიამ დააზღვია, თუმცა, 2014 წლის პირველი იანვრიდან სტუდენტური დაზღვევა გარკვეული ცვლილებით გაგრძელდა.






Carpet Cleaning Calgary