12 ოქტომბერი, 2013
,,თავის მოკვლა ერთხელ ვცადე და ახლა ძალიან ვნანობ, მაშინ 12 წლის ვიყავი, ვერ ვხდებოდი ამით გარშემომყოფებს რა დიდ ტკივილს მივაყენებდი. უბრალოდ, მაშინ აღარ მინდოდა სიცოცხლე. ეს იმის ბრალი იყო, რომ ჩემი მშობლები დაშორდნენ და ეს ჩემთვის ძალიან რთული გადასატანი იყო. რაღაც აბები ავიღე და ისინი დავლიე, მხოლოდ ის მახსოვს, რომ გამოვფხიზლდი, საავადმყოფოში აპარატზე ვიყავი შეერთებული" - ნინო, 19 წლის.
12 ოქტომბერი, 2013
რუსი ოკუპანტების მიერ საზღვრის გადმოწევას სტუდენტების დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, კერძოდ, სტუდენტები აქტიურად აპროტესტებდნენ "მცოცავ ოკუპაციას", მოუწოდებდნენ ადგილობრივ მთავრობასა და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ და სოლიდარობას უცხადებდნენ დვანის მოსახლეობას.
05 ოქტომბერი, 2013
„მუსიკა თანამედროვე ახალგაზრდობის მუდმივი თანამგზავრია“ - ამბობს ჩვენთან საუბრისას ფსიქოლოგი თინათინ აფხაიძე.
სოციალური ქსელის მეშვეობით დაახლოებით ოცამდე ახალგაზრდა გამოვკითხეთ, რომელთა ასაკი 16-დან 22 წლამდეა. მუსიკის მოსმენა რესპონდენტთა აბსოლუტურ უმრავლესობას უყვარს.
04 ოქტომბერი, 2013
26 სექტემბერს ვაკის პარკში მდებარე მედიათეკაში სტუდენტების გაერთიანება „სტუდენტური ომბუდსმენის“ პრეზენტაცია გაიმართა.
„სტუდენტური ომბუდსმენი“ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტთა გაერთიანებაა, რომლის მიზანია სტუდენტების უფლებების დაცვა.
28 სექტემბერი, 2013
,,ჩემი აზრით, ახალგაზრდას, მით უმეტეს, თუ სტუდენტია, დღეში 5 ლარი მინიმუმ სჭირდება. მეც ასე ვარ. გზის ფული, ხან ისე ხდება, რომ მთელი დღე გარეთ მიწევს ყოფნა და რაიმე ხომ უნდა შევჭამო, სტუდენტი ვარ და ლექციებისთვის ქსეროასლის გადაღება მიწევს და დღეში 5 ლარი მეხარჯება. ჯიბის ფულს მშობლები მაძლევენ. ვცადე, რამდენჯერმე მეც დამეწყო მუშაობა, მაგრამ ყველგან სტაჟიორებზეა მოთხოვნა და კიდევ დამატებით გზის ფულის გამოყოფა რთულია. სხვა ადგილზე დიდ გამოცდილებას ითხოვენ და ახალგაზრდამ სად უნდა დააგროვოს გამოცდილება" - ნია მამალაძე, 20 წლის.
21 სექტემბერი, 2013
,,ჩემი ფეხმძიმობა დაგეგმილი არ გვქონდა, მოულოდნელი იყო ორივესთვის. ჯანმრთელობა იმ ეტაპზე ხელს არ მიწყობდა, რომ ბავშვი გამეჩინა. მეგობარმა მასწავლა მედიკამენტი, რომელიც პატარა ნაყოფზე იმოქმედებდა და ჩამოშლიდა. მისი თქმით, მას რამდენჯერმე ექიმთან კონსულტაციის გარეშე ჰქონდა ეს მედიკამენტი გამოყენებული და ყოველგვარი გართულების გარეშე მოუშლია მუცელი. მეც ვისარგებლე, აფთიაქში შევიძინე 3 აბი და შედეგიც მივიღე. მედიკამენტოზური აბორტი ქალის ჯანმრთელობისთვის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ჩვეულებრივი. ექიმებიც, როგორც ვიცი, ხშირად ნიშნავენ, ოღონდ რა აბებსაც გაძლევენ, თვითონ ყიდიან, სახელს, მგონი, არც გეუბნებიან და გაცილებით ძვირი ღირს. ეს აბები კი ერთი ცალი 60 თეთრი ღირს, სამი აბი კი, შესაბამისად, 1 და 80 თეთრი გამოდის" - ნინო, 26 წლის.