როგორ დავსაქმდეთ...
20 სექტემბერი, 2014
კომპანია „ნატახტარის“ პიარმენეჯერი ნინო სურმავა საკუთარი კომპანიის შესახებ გვესაუბრება:
სააქციო საზოგადოება „ლომისი“ ჩამოყალიბდა 1991 წელს და მდინარე ქსნის პირას ახალგორში ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო.
12 ივლისი, 2014
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შესახებ მისი პიარმენეჯერი თიკო მაკარიძე გვესაუბრება:
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არის ყოფილი „თბილისის წყალი“, იგივე „თბილწყალკანალი“. ეს თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგების და წყალარინების (საკანალიზაციო) მომსახურებას უწევს თბილისის მოსახლეობას, ორგანიზაციებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს. ეს, საერთო ჯამში, 400 000-ზე მეტი აბონენტია თბილისის მასშტაბით. თბილისელების წყალმომარაგება უწყვეტი ციკლია და ამ საქმეს კომპანიის 2000-მდე თანამშრომელი ემსახურება.
29 ივნისი, 2014
კომპანია „ფერის“ შესახებ მისი პიარმენეჯერი თათია კობრეშვილი გვესაუბრება:
კომპანია „ფერი“ 1991 წელს დაარსდა. მისი ძირითადი საქმიანობა, რთულ რელიეფურ პირობებში ენერგეტიკული პროექტების სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაა. კომპანია ასევე აშენებს გვირაბებს, მისასვლელ გზებს, საოფისე და საცხოვრებელ ნაგებობებს. კომპანიას აქვს ჰიდროენერგეტიკული პროექტების სრული მოცულობით განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება, რაც ჰიდროსადგურების პროექტირებას, მშენებლობას, დაკომპლექტებას, მონტაჟსა და მათ შემდეგ ექსპლუატაციას გულისხმობს.
21 ივნისი, 2014
კომპანია „ავერსის“ შესახებ მისი პიარმენჯერი ლალი ბრეგვაძე საუბრობს: „ავერსი“ დაარსდა 1994 წლის 14 ნოემბერს. დარსების დღიდან კომპანია ეწეოდა ფარმაცევტულ საქმეს, თუმცა, მისი საქმიანობის არეალი წლებთან ერთად გაფართოვდა და ახლა მის სახელს უკავშირდება „ავერსი რაციონალი“ (ფარმაცევტული წარმოება), ავერსის კლინიკა (კლინიკათა ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით), სადაზღვევო კომპანია „ალფა“ (სადაზღვევო საქმე) და საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ (ქველმოქმედება).
08 ივნისი, 2014
კომპანიის "წყალი მარგებელი" ისტორიის, მიზნებისა და წარმატების შესახებ გვესაუბრება მარგებელი ჰოლდინგის პიარმენჯერი ვიქტორია ჟიჟკო:
31 მაისი, 2014
კომპანია „რედიქსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამარ ალავიძე მკითხველს კომპანიის შესახებ ინფორმაციას აწვდის: რას სთავაზობს კომპანია ახალგაზრდებს, რითი განსხვავდება სხვა მსგავსი პროფილის მქონე კომპანიებისგან და როგორ ხდება მათ კომპანიაში დასაქმება და სტაჟიორების აყვანა.
15 მაისი, 2014
„სილქნეტის“ პიარმენეჯერი სოფიო ჭაავა კომპანიაში დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამის შესახებ საუბრობს.
11 იანვარი, 2014
„სტაჟირების გავლის შემდეგ იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში დავსაქმდი. სამუშაოდ გასაუბრების გზით ამიყვანეს. სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა, მედიაში მიმდინარე მოვლენების შესწავლა და მათზე რეაგირება, საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა და ის საქმიანობები მევალება, რაც მედიის წარმომადგენლების დახმარებას გულისხმობს“. ირინა პაპიძემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სტაჟირება გაიარა, რის შემდეგაც ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში დასაქმდა. სტაჟირების პერიოდში იურისტ-კონსულტანტის თანაშემწე იყო.
05 ივლისი, 2013
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დასაქმებისა და სტაჟირების პირობებზე საუბრობენ მინისტრის მოადგილე და კადრების სამსახურის კურატორი ალექსანდრე მარგიშვილი და სამინისტროს კადრების სამსახურის უფროსი სალომე ჭიჭინაძე.