სამხატვრო აკადემიისა და აშშ-ს საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში წიგნების: ჯეიმს მეიერის "მინიმალიზმი" და არტურ კ. დანტოს "ხელოვნების დასასრულის შემდეგ" პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის მე-9 ფილიალში გაიმართა წიგნის კითხვის დღე, რომელიც მიეძღვნა აკაკი წერეთლის შემოქმედებას. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურათმცოდნეობითი პრობლემების კვლევის ცენტრისა და „შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები: ჯული გამოძე, მაია არველაძე და ელისაბედ ზარგაშვილი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული ფილოლოგიის მიმართულების აკადემიური პერსონალისა და ენების ცენტრის მასწავლებლებისთვის სემინარი გაიმართა ქვეყანათმცოდნეობაში.