სიახლეები
უნივერსიტეტის მენეჯმენტის ერთიანი ინფორმაციული ჩარჩო
31 ოქტომბერი, 2014
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროექტის „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ერთიანი ინფორმაციული ჩარჩოს მომზადება და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დაფუძნების ხელშწყობა“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
ხელოვნება ძალადობის წინააღმდეგ
31 ოქტომბერი, 2014
,,დახატე მშვიდობისათვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და MasterPease საქართველოს კლუბის ერთობლივი ინიცატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაიმართა. პროექტის მიზანია, ხელოვნების საშუალებით და კონკრეტულად მხატვრობით ებრძოლონ ძალადობას.
სტუდენტური ექსპედიცია თურქეთში
30 ოქტომბერი, 2014
დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში წიგნისა და ფილმის „ სტუდენტური ექსპედიცია თურქეთში“ პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული სამეცნიერო ექსპედიცია უკვე მესამე წელია ხორცილდება, 2012 წელს სტუდენტები ექსპედიციის ფარგლებში ირანში იმყოფებოდნენ, ბოლო ორი წელი კი თურქეთი მასპინძლობთ.
ახალგაზრდა პოლიტოლოგების შეხვედრა სტუდენტებთან
30 ოქტომბერი, 2014
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულმა ,,ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბმა“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, როგორც კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის, ასევე კლუბის საქმიანობით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის.
კლუბის მიზანია პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით სტუდენტებისთვის და ამავე დროს დაინტერესებული საზოგადოებისათვის კონფერენციების, საჯარო ლექციების, დებატების მოწყობა.
GAU-მკლავდი პრობლემებს მსჯელობით!
29 ოქტომბერი, 2014
GAU-ღე კარი გამოწვევებს! GAU-ზიარე ინფორმაცია მეგობრებს! GAU-მკლავდი პრობლემებს მსჯელობით! ამ და სხვა ბევრი გზავნილის მატარებელი იყო GAU-ში გამართული საჯარო ლექცია თემაზე „ძალადობა ქალებზე“. ლექციას მწერალი ლაშა ბუღაძე და ექპერტი გენდერის საკითხებში ეკატერინე აღდგომელაშვილი უძღვებოდნენ.
სამშვიდობო ექსპრესი
29 ოქტომბერი, 2014
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის მიერ, პროექტ "ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესის" ფარგლებში, მომზადებული დოკუმენტური ფილმის "სამშვიდობო ექსპრესი" ჩვენება გაიმართა. მოეწყო ფოტოგამოფენა და პროგრამის შედეგების პრეზენტაცია. "დღევანდელი საღამოთი ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ ბევრი ვიშრომეთ და ზოგადად, ბევრს ვაკეთებთ კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით. ყოველთვის გვეშინოდა, რომ შედეგი არ იქნებოდა კარგი. დღეს, როდესაც ვხედავ კმაყოფილ საზოგადოებას, ძალიან მიხარია და ვფიქრობ, ყველაფერი ადეკვატურად აღიქვეს" – ამბობს "სამოქალაქო ფორუმის" თავმჯდომარე თემო არბოლიშვილი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary