"თავისუფალი ასოციაციის" ჟურნალისტი მარიამ ჯავახიშვილი აბიტურიენტებს რამდენიმე თვის განმავლობაში საუნივერსიტეტო განათლების სისტემურ პრობლემებს აცნობდა, პრეზენტაციები ახალგაზრდებისთვის თბილისის სხვადასხვა სკოლაში იმართებოდა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში სოფლის მხარდამჭერი საზოგადოებრივი მოძრაობის "გაუზიარე სოფელს" პრეზენტაცია გაიმართა.
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდები ბედნიერი მომავლისათვის" ინიციატივით კულტურული ღონისძიება "მე ვხედავ მზეს" გაიმართა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსებიდან 82 და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის შექმნიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ეროვნული ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს პროფესორისა და გერმანიაში საქართველოს ელჩის ლადო ჭანტურიას საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.
"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო"-მ, საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, "სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020" პროექტის პრეზენტაცია გამართა.