29 მარტი, 2014
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციების გაცდენასთან უფრო მეტად სემესტრის დასაწყისი ასოცირდება. პერიოდი, სანამ ცხრილები მოწესრიგდება. მაშინ, როდესაც ტექნიური უნივერსიტეტის სტუდენტებს ვესტუმრეთ, ლექცია უცდებოდათ, თუმცა, მათი თქმით, ლექციების გაცდენა ცხრილში შექმნილმა პრობლემებმა გამოიწვია და იმედი გამოთქვეს, რომ მომდევნო დღეს მაინც არ მოუწევდათ უნივერსიტეტში ტყუილად მისვლა.
21 დეკემბერი, 2013
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ინიციატივით აკადემიურმა საბჭომ შეიმუშავა დადგენილება „სტუდენტთა დახმარების ფონდის“ შექმნის შესახებ. ფონდი უკვე სამი წელია სტუდენტთა დასახმარებლად სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. მათ შორისაა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბიზნესინჟინერინგის ფაკულტეტმა 100 000 ლარის ფარგლებში წელს 276 სტუდენტი გადასახადის გარკვეული ნაწილისაგან გაათავისუფლა.
08 დეკემბერი, 2013
-„სწავლა, სახლი, სამსახური, მეგობრები, ოღონდ - არა უნივერსიტეტში“.
-„სტუდენტურ აქტივობაში რას გულისხმობთ, სწავლას?! - მაშინ აქტიური ვარ“.
-„თქვენ როგორ მიიჩნევთ, ეს უნივერსიტეტია?!“
-„აქ სტუდენტური ცხოვრება არის?!“
-„ჯერ პირველ კურსზე ვარ და ვსწავლობ“.
09 ნოემბერი, 2013
ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტი - 2006 წელს ასე ეწოდა ტექნიკური უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტების გაერთიანებას.
27 ოქტომბერი, 2013
ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეშვიდე კორპუსის ნაწილი საცხოვრებლად გამოიყენება. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის სტატიის მომზადება სტუდენტების გამოკითხვით დავიწყეთ და ჩვენთვის უცხო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. მეშვიდე კორპუსი იმდენად ჰგავს საცხოვრებელს, პირველი კორპუსის სტუდენტებმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ მათ წინ მდგარი შენობა ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილებაა.
19 ოქტომბერი, 2013
„რთული კითხვაა...“
„თვითმმართველობას რას უწოდებთ? მე მარტო პირველ კურსზე ვიცოდი რა იყო და ისიც დროგამოშვებით... საერთოდ რამე ხდება მანდ?”
12 ოქტომბერი, 2013
პირველკურსელის დაბნეული სახე... უსასრულო რიგი ლიფტთან... არასასურველი სართული და კითხვაზე - კონკრეტულად, ლიფტი რომელ სართულზე მიდის? ლიფტიორის უხეში პასუხი: „ჩაჯდები და ნახავ“. კვლავ ლიფტის მოლოდინი, მერე ისევ არასასურველი სართული და ბოლოს დასკვნა: „ფეხით ავალ“. ამასობაში ლექტორის უკმაყოფილო სახე და საყვედური დაგვიანებაზე. ასე გრძელდება უსასრულოდ...
05 ოქტომბერი, 2013
აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის დროებით შეჩერების დროს განათლებისა და მეციერების იმჟამინდელმა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნებოდა ალტერნატიული ბაზა იმისთვის, რომ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლის გაგძელება შეძლებოდათ. “მე უკვე ვმუშაობ იმაზე, რომ ბევრად უკეთესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეიქმნას ტექნიკურ უნივერსიტეტში და მეტიც, იქ სწავლა იქნება უფასო“.
15 სექტემბერი, 2013
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა საზღვარგარეთ მივლინებებისთვის 2010 წელს დაფინანსდა 11 სტუდენტი; 2011 წელს დაფინანსდა 31 სტუდენტი; 2012 წელს დაფინანსდა 38 სტუდენტი“ - ეს პროექტის „სტუდენტები გამჭვირვალობისთვის“ კვლევის შედეგებია, რომელიც ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „students together”-მა ჩაატარა.