,,პატიმრობის კოდექსში" ცვლილებები შედის.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, პატიმრების შესახებ ახალი პროექტი ჰუმანიზაციისკენ არის მიმართული. პროექტი ხელბორკილისა და დამაწყნარებელი პერანგის გარდა, ითვალისწინებს პატიმრის მიმართ ისეთი ტიპის სპეციალური საშუალებების გამოყენებას, როგორიცაა: დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი და სასამსახურო ძაღლი.
ზემოთ აღნიშნულ ცვლილებაზე ჩვენ კითხვით მივმართეთ ახალგაზრდებს, რომ შეეფასებინათ ეს განცხადება: უნდა შეიცვალოს თუ არა და როგორ სახელმწიფო პოლიტიკა მსჯავრდებულების მიმართ.
იხილეთ ახალგაზრდების შეფასება