ხორვატიულ ჟურნალში წარმოდგენილმა კვლევის შედეგებმა კი აჩვენა, რომ გამოკითხულთა 70% სანდო საინფორმაციო საშუალებად ახალ მედიას მიიჩნევს. გამოკითხულთა 18% სანდო საინფორმაციო წყაროებად უკვე ტრადიციული გამოცემების ონლაინსაიტებს ასახელებდა. დარჩენილი ნაწილი კი ტრადიცული საინფორმაციო სახეების ერთგული რჩებოდა.
„Banning and Sweester“-მა 2007 წელს კვლევა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებში ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 145 სტუდენტმა მიიღო. სტუდენტები ამბობდნენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო, თუ ვინ ამზადებს ჟურნალისტურ პროდუქტს. სუბიექტური ფაქტორი სანდოობაში დიდ როლს თამაშობს. მათი განცხადებით, ბლოგებსა თუ სოციალური მედიის სხვა საშუალებებზე დადებული ინფორმაციის სანდოობას მათი ავტორის ვინაობა განსაზღვრავს. თუმცა, სტუდენტების დიდი ნაწილი აცხადებდა, რომ ონლაინმედიით გავრცელებული ინფორმაცია მათ ნდობას იმსახურებს. ტრადიციულ მედიასაშუალებებს, განსაკუთრებით, გაზეთებსა და რადიოს ისინი ნაკლებად ეცნობოდნენ. საგულისხმო იყო ერთ-ერთი რესპონდენტის მოსაზრება, რომელიც ამბობდა, რომ ინტერნეტ წყაროების სპეციფიკიდან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია განთავსდეს საიტზე. ახალი მედიის ოპერატიულობას იგი ინფორმაციის სანდოობის ერთ-ერთ შემაფერხებელ ელემენტად განიხილავდა.
საქართველოში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებში გავრცელდა ონლაინკითხვარი. კვლევა ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მამუკა საფარიძის მიერ. მნიშვნელოვანია, რომ რესპონდენტები იყვნენ არა მარტო სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტები, რომელთაც კარგად ესმით ძირითადი ჟურნალისტური პრინციპები, არამედ სხვადასხვა ფაკულტეტის (ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ტექნიკური და სხვ.) სტუდენტებიც.
კითხვაზე: თუ რა სახის მედიასაშუალებებს იყენებენ ახალი ამბების მისაღებად, ტრადიციულ მედიასაშუალებებს გამოკითხულთა 30%, ონლაინმედიას კი რესპონდენტთა 80 % იყენებს.
კითხვაზე: თუ როგორ იძიებენ ისინი ახალ ამბებს, რესპონდენტთა პასუხები ტოლ ნაწილად იყოფა. მათი ნახევარი თვითონ იძიებს ახალ ამბებს სასურველი მედიასაშუალების მეშვეობით, ნაწილი კი მხოლოდ მაშინ ეცნობა, თუ ახალი ამბავი მისი მხედველობის, ყურადღების არეში ექცევა.
მიზეზი, თუ რატომ ირჩევენ კონკრეტულ მედიასაშუალებებს, სტუდენტები პასუხობენ:
რადიოს შემთხვევაში ინფორმაციის მიღების პროცესს მიაქვს ნაკლები დრო და შესაძლებელია მისი სხვა საქმის კეთების პარალელურად მიღება. ტელევიზიის შემთხვევაში სტუდენტები ამ მედიასაშუალების სიკეთედ ინფორმაციის ვიზუალურად აღქმის შესაძლებლობას ასახელებენ. ჟურნალ-გაზეთების მომხმარებელ სტუდენტების ნაწილს სიამოვნებს ბეჭდური მედიის გაცნობის პროცესი, ნაწილს კი უფრო სანდოდ მიაჩნია პოპულარული და დროში გამოცდილი ბეჭდური მედიის მიერ მომზადებული მასალები. ონლაინმედიის მომხმარებელი სტუდენტები პასუხობენ, რომ ისინი ყოველდღიურად ეცნობიან საინფორმაციო პორტალებს, მათთვის ეს ინტერნეტში სხვა საქმის პარალელურად კეთების განუყოფელი ნაწილია. ინფორმაციის ნაწილს სოციალურ ქსელებში გაზიარებით ეცნობიან, ნაწილს კი თვითონ იძიებენ.
სტუდენტები ჟურნალისტური პროდუქტის აუცილებელ ნიშან-თვისებად სტატიის სანდოობას, ობიექტურობასა და წყაროებს შორის დაცულ ბალანსს ასახელებენ.
სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გაშუქებული ახალი ამბებისადმი მათ შემდეგნაირი დამოკიდებულება აქვთ:
ტელევიზიის შემთხვევაში: გამოკითხულთა 70% ტელევიზიის მიერ გაშუქებულ ინფორმაციას არასანდოდ, ტენდენციურად და დაუბალანსებლად მიიჩნევს. დაახლოებით 25% სატელევიზიო ახალ ამბებს ობიექტურად და მიუკერძოებლად აღიქვამს. 5% პასუხისგან თავს იკავებს.
რადიოს შემთხვევაში: გამოკითხულთა 65% რადიოს ახალ ამბებს დაუბალანსებელ და ტენდენციურ ჟურნალისტურ პროდუქტად მიიჩნევს, 30% რადიოს ახალ ამბებს ენდობა, 5% აზრს არ გამოხატავს აღნიშნულის მიმართ.
ჟურნალ-გაზეთების შემთხვევა საინტერესოა: გამოკითხულთა 30%, რომელიც კითხვარის დასაწყისში გვპასუხობდა, რომ მათთვის ძირითადი საინფორმაციო საშუალება ბეჭდური მედიაა, ბეჭდური პროდუქციის შესახებ მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ ახალი ამბები არაპროფესიონალების მიერაა მომზადებლი, ნიუსები დაუბალანსებელია, ტენდენციურია. ბეჭდური მედიის მომხმარებელთა მხოლოდ 10%-ია კმაყოფილი სტატიების ჟურნალისტური სტანდარტით.
ონლაინმედიის მომხმარებელი სტუდენტების უმრავლესობა აცხადებს, რომ ონლაინსტატიების უმეტესობა არ არის სანდო და ბევრ ჟურნალისტს არა ჰყავს წყაროები, სტატიის სანდოობის გადამოწმება ისევ ონლაინ რესურსებით არის შესაძლებელი. რესპონდენტები გამოყოფენ საინფორმაციო ონლაინპორტალების ერთ ჯგუფს, რომელთაც ენდობიან, და მეორე უფრო დიდი ჯგუფი, რომელიც მათ ნდობას არ იმსახურებს. მნიშვნელოვანია, რომ ონლაინმედიის ახალი ამბების მომხარებელი სტუდენტები მეტწილად ეცნობიან ტრადიცული მედიასაშუალებების, ჟურნალ-გაზეთების ონლაინვერსიებს. რეალურად, ისინი ტრადიციულ მედიასაშუალებებში მომუშავე ჟურნალისტების სტატიების მკითხველები არიან.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კითხვარის ბოლოს სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება, დაეწერათ საკუთარი აზრი საკვლევი თემის ირგვლივ. უცვლელად გთავაზობთ კომენტარებს:
• ჩემი აზრით, ქართული მედიის ხარვეზები, გარკვეულწილად, საზოგადოების ბრალია, რადგან მედიაც ემყარება ,,მოთხოვნა-მიწოდების” კანონზომიერებას.
• ქართული მედია, ძირითადად, მიკერძოებულია. ალტერნატიული მედიაგამოცემები იქმნება არა იმიტომ, რომ ობიექტური იყოს, არამედ იმიტომ, რომ სხვა პოლიტიკური ძალისკენ იყოს გადახრილი. მედია არ არის ხალხის სამსახურში, დღევანდელ ქართულ რეალობაში ის პოლიტიკოსების იარაღია.
• ქართულმა მედიამ უნდა დათმოს ეს ტენდენციები. იგი გამტარებელია რომელიმე ძალის ინტერესებისა. ბალანსი არის ის, რაც ასე აკლია ქართულ მედიას.
• საქართველოში ყველა მედიასაშუალება მიკერძოებული და სუბიექტურია. მე ვერ ვხედავ ისეთ საინფორმაციო საშუალებას, რომელიც ან ხელისუფლებაზე არ მუშაობდეს, ან ოპოზიციაზე.
• ზოგიერთი ინტერნეტმედია მიკერძოებულია და შეურაცხმყოფელ რამეებს წერენ. ასევეა ბევრი ტელეარხიც.
• ქართული მედიასივრცე ორ ბანაკადაა გაყოფილი. ნაწილი სახელისუფლებო და ნაწილი კი ოპოზიციური ინტერესების გამტარებელია. არცერთი მათგანი არ აშუქებს ინფორმაციას ობიექტურად. ქართველი ჟურნალისტები არ იყენებენ გადამოწმების არსებულ საშუალებებს და ექსკლუზივის მოპოვების სურვილით ღალატობენ ჟურნალისტურ პრინციპებს.
• დროა უკვე, რომ ქართულ მედიას მიეცეს საშუალება, ობიექტურად მიაწოდოს მოსახლეობას სწორი ინფორმაცია და არ იყოს მიკერძოებული.
• ქართული მედია გამოყენებულია ხალხის წინააღმდეგ, მათ დასათრგუნად, შინაგანი კონფლიქტების გამოსაწვევად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მაქინაციებიდან ყურადღების გადასატანად და წინასწარ დაგეგმილი რეაქციების გამოსაწვევად.
• რაც უნდა ცუდი და საზიზღარი იყოს, ისინი მაინც ჩვენი მედიასაშუალებებია და ამდენი კრიტიკისგან კარგები არ გახდებიან, თუ საფუძვლიანი ცვლილებები არ მოხდა. ცუდს არაფერს დავუმატებ, ისედაც ბევრჯერ გავატანეთ წყალს.
კვლევის შედეგებით ერთი რამ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ საქართველოც იმ ტენდენციის მონაწილეა, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს. ტრადიციული მედია საშუალებების არსებობასთან ერთად ფეხს იკიდებს, და ხშირად მის ადგილს იკავებს ონლაინმედია. ახლა უკვე ქართველი სტუდენტები, და მათი დიდი ნაწილი, აქტიურად სარგებლობს ინტერნეტგამოცემებით, ეცნობა და აზიარებს ინტერნეტში გამოქვეყნებულ ახალ ამბებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სტუდენტები ადეკვატურად აფასებენ საინფორმაციო საშუალებებით გადმოცემული ახალი ამბების სანდოობას, ხელმძღვანელობენ ზუსტი კრიტერიუმებით, აქვთ საჭირო და სასარგებლო რჩევები თუ შენიშვნები მედიაგარემოს გაუმჯობესებისთვის.