ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია შვეიცარიის საელჩოს მიერ საქართველოს რუსულენოვან მოსახლეობაზე რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობების გამარტივებული გზით გაცემის შესახებ.
მართალია, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსეთის საელჩო აღარ მოქმედებს, მაგრამ მედიასაშუალებები ამბობენ, რომ საელჩოსთან რუსეთის მოქალაქეობის მსურველთა რიგი დგას.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის სამიზნე ყირიმის შემდეგ საქართველო გახდა.
ამის გადასამოწმებლად შვეიცარიის საელჩოს მივმართეთ. საელჩოში განაცხადეს, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის: ,,მიმართეთ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციას, ის არის დაინტერესებული მსგავსი საკითხებით’’.
მას შემდეგ, რაც შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციაში შესვლაზე უარი მივიღეთ, სატელეფონო კონტაქტის დამყარება ვცადეთ, თუმცა, როგორც მათ აღნიშნეს, არ ფლობენ ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო განყოფილებაშიც მსგავსი პასუხი მივიღეთ. წარმომადგენელმა ნინო თოდაძემ გვითხრა, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციასთან ბევრი ადამიანი დაგვხვდა, საკმაოდ იყვნენ ახალგაზრდებიც. მათი ნაწილი ვიზებს ელოდებოდა, დანარჩენებს კი პასპორტის აღება სურდათ.
მოტივაცია, ძირითადად, მსგავსი იყო - ან რუსეთში მცხოვრები ნათესავების სანახავად წასვლა, ან სამუშაოს ძებნა.
როგორც ერთ-ერთმა მათგანმა დავით თოლორაიამ აღნიშნა, იგი პასპორტის ასაღებად იყო მისული, თანაც მოწვევა ჰქონდა რუსეთში მცხოვრები ნათესავებისგან: ,,მოგეხსენებათ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა, მაქვს სამუშაოს მოძებნის იმედი“.
ნათია ჯაჯანიძემ კი გვითხრა, რომ მას პასპორტის აღება და რუსეთში წასვლა იქ მცხოვრები მეუღლის სანახავად უნდოდა.
ლევან ჯიქია კი, მისივე თქმით, 20 წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, ახლა კი ვიზა უკან დასაბრუნებლად სჭირდება.
დაუზუსტებელი ინფორმაცია ახალგაზრდებს შორისაც გავრცელდა.
გამოკითხულ ახალგაზრდათა ნაწილი, ვინც ფლობდა ინფორმაციას ამის შესახებ, ამბობს, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია.
,,თუ ეს ფაქტი მართალია, საქმე გვაქვს ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს საქმეში ჩარევასთან. საჭიროა მოქმედება, ყველა საერთაშორისო და საკანონმდებლო რესურსი უნდა გამოვიყენოთ ამის აღმოსაფხვრელად’’ - აღნიშნა ანა მებურიშვილმა.
როგორც ერთ-ერთმა გამოკითხულმა სოფიო მაისურაძემ თქვა, ამ ამბის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს, თუმცა, მისი აზრით, მსგავსი ქმედება მიუღებელია.