ნამუშევრებში ჩადებული შინაგანი სამყარო...
29 ივნისი, 2014
ნამუშევრებში ჩადებული შინაგანი სამყარო... ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„ძირითადად, ვმუშაობ სუფთა სანთელზე და ჩემს ნამუშევრებში ჭარბობს საეკლესიო, რელიგიური თემატიკის მატარებელი ნამუშევრები: სააღდგომო კვერცხები, სანთლისგან დამზადებული ცხვრები, ჩიჩილაკები, ჯვრისწერის სანთლები“ - ამბობს 24 წლის სოფიო ბუნტური.

თექაზე მუშაობა მანამდე ისწავლა, ვიდრე სანთელზე. თექასაც თვითონ ამუშავებს ხელით: „ძალიან შრომატევადია და უკვე იშვიათად ვაკეთებ, მხოლოდ ახლობლებს ვუკეთებ“.

ხელსაქმე ბავშვობიდან აინტერესებდა. სულ იჯდა თავისთვის სადღაც მარტო და რაღაცას კერავდა ან საკუთარ ტანსაცმელს უცვლიდა დიზაინს.



„პირველად სანთელზე მუშაობა დირბის დედათა მონასტერში დედა ნატალიასთან ვისწავლე. იქ გამოვლინდა ჩემი ნიჭი. დედაო ამაში ძალიან მეხმარებოდა. როგორც იცით, მონასტერში ბევრი საქმეა გასაკეთებელი. დედაო თითქმის არაფერს მავალებდა, გარდა იმისა, რომ სანთელზე მემუშავა. მისი ძალიან მადლიერი ვარ. იქ რომ არ მოვხვედრილიყავი, ალბათ, ვერც მივხვდებოდი, ამის გაკეთება თუ შემეძლო. მას შემდეგ ეს ჩემი ცხოვრება გახდა. ჩემს თითოეულ ნამუშევარში ჩემს სულს ვდებ. რამდენჯერმე ჩემი მოძღვრის კურთხევით ხატიც მოვქარგე. მაცხოვრის ხატი ისეთი ცოცხალი გამოვიდა, მამაომ საკურთხეველში დააბრძანა“.

აქამდე ნამუშევრებს ქმნიდა მონასტრისთვის შესაწირის სახით, შემდეგ რამდენიმე სუვენირი საკუთარი შემოქმედებიდან მეუფეს გაუგზავნა საჩუქრად. მას ძალიან მოეწონა და ახლა უკვე ეპარქიისთვის ქმნის, ფართო საზოგადოებაც სწორედ აქედან ეცნობა მის ნამუშევრებს.

„ჩემი პირადი გამოფენა არ მქონია, იმიტომ, რომ ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. იყო შემთხვევა, როდესაც მეჯვრისხევის კულტურის სახლის სახელით გაიტანეს ჩემი ნამუშევრები რაიონულ გამოფენაზე და იქ სიგელი გადმომცეს. დიდი სურვილი მაქვს, გამოფენა მოვაწყო, თუმცა, ჩემთვის მთავარი მაინც ჩემი საქმეა. ეს ჩემი სულია, ჩემი ცხოვრება...“
სხვა სტატიები
თითოეული ინდივიდის ცხოვრებაში დგება დრო, როცა სურს, გააღწიოს ერთფეროვანი სამყაროდან, ურთიერთობებიდან, კანონებიდან და სურვილის, უნარის, მოტივაციის შესაბამის კარიერაზე დაიწყოს ფიქრი. გადაწყვეტილება, თუ რა პროფესიით გააგრძელებს ადამიანი ცხოვრებას ძალიან რთული მისაღებია და ამ მხრივ ყურადღებას რამდენიმე ორიენტირი იქცევს. ურბანული ცხოვრებისა და სხვადასხვა სამუშაო სფეროს განვითარებამ, ტექნოლოგიური პროგრესის გავლენით სამუშაო ძალის მოდერნიზაციამ ადამიანს მისცა შესაძლებლობა გარკვეული როლი შეასრულოს მუდმივად ცვალებად სამყაროში და აქტიურად გამოიყენოს საკუთარი უნარები შრომის ბაზარზე. არჩევანი დიდია, სამყარო მრავალი წვრილი და მსხვილი ფუნქციის მატარებელი ნაწილებისგანაა აგებული.
სრულად
ისეთ სახელმწიფო სისტემაში, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ალბათ, თითოეულ აქ მცხოვრებ ადამიანს აქვს სურვილი საკუთარი სატკივარი გაუზიაროს აუდიტორიას. სამწუხაროდ, ჩვენს სამშობლოში ასეთი სატკივარი თუ პრობლემები იმდენად უხვადაა, რომ ამორჩევაც არ საჭიროებს დიდი აზრის დატანებას.
სრულად






Carpet Cleaning Calgary