სცადე ყოველთვის და არასდროს დანებდე!
16 იანვარი, 2015
სცადე ყოველთვის და არასდროს დანებდე! ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ინტერნეტის პოპულარობის ზრდამ თანამედროვე ჟურნალისტიკა სრულიად შეცვალა.

კრიტიკოსების აზრით, უახლოეს მომავალში ბეჭდური მედია საერთოდ გაქრება. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ტელევიზიაც მის ბედს გაიზიარებს. ამის მიზეზი სოციალური მედიაა, რომელმაც გავრცელების არაერთი ბარიერი გადალახა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 24/7 გახადა.

ამ ცვლილებებს ჟურნალისტებმაც აუწყვეს ფეხი. თუმცა, მთავარი ფუნქცია უცვლელი დარჩა – შეაგროვონ ინფორმაცია და მიაწოდონ საზოგადოებას. დღესდღეობით მათი მთავარი აღჭურვილობა აღარც დიქტოფონი და აღარც კომპიუტერია. ყველაზე საჭირო "იარაღი" გონებაა, სადაც უმრავი კითხვა იბადება: "რა მოხდა?" "რატომაა ეს მნიშვნელოვანი?" "რას გამოიწვევს?" კრიტიკული აზროვნება კარგად წერის საწინდარია. მაშასადამე, მომავალ ჟურნალისტებს სჭირდებათ, ისწავლონ ფიქრი და მუდმივად ეძებონ განვითარების გზები. 

არსებობს პროფესიები, რომლებსაც დილეტანტები თავს წარმატებით ართმევენ. მედია მათ რიცხვში არ შედის. იგი აუცილებლად მოითხოვს ტალანტს. გარდა ამისა, ჟურნალისტს აუცილებლად სჭირდება პროფესიული ჟინიც.
ყველა ჟურნალისტი ოცნებობს პოპულარულ ჟურნალში მუშაობაზე. თუმცა, ძალიან ცოტა აღწევს ამას. მიზეზი მარტივია. მათ აღარ ყოფნით მოთმინება, იმუშავონ უამრავ არაანაზღაურებად სტაჟირებაზე, სანამ საკმარის გამოცდილებას მიიღებენ. თუ გავითვალისწინებთ ძალიან დიდ კონკურენციას, მიზეზი უფრო ნათელი გახდება.
არსებობს უამრავი უფრო ადვილი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო. მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ჟურნალისტიკა გაძლევს შანსს, ამხილო ტყუილი, განსაზღვრო საფრთხე და ეს ყველაფერი საზოგადოებას გააცნო. გარდა ამისა, ჟურნალისტიკა ერთ–ერთი ყველაზე მხიარული და მრავალფეროვანი პროფესიაა.
სანამ ჟურნალისტობას გადაწყვეტ, აუცილებლად უნდა ეწვიო რომელიმე მედიასაშუალებას. უყურე მათი მუშაობის პროცესს და დააკვირდი, რამდენად ესადაგება ის შენს თვისებებს. ასევე, კარგი იქნებოდა, გაგერკვია დამქირავებლების მოთხოვნები და რისკი, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდე. 

უნარების განვითარება

იმისთვის, რომ სხვებისგან გამოირჩეოდე, საჭიროა, ფლობდე საჭირო იშვიათ უნარებს. მხოლოდ კარგად წერა საკმარისი არ არის. ციფრული საუკუნე მულტიმედიურ უნარებს მოითხოვს. პრესის ჟურნალისტებსაც კი უახლოეს მომავალში მოუწევთ სამუშაოს ონლაინ რეჟიმში შესრულება. სამწუხაროდ, თანამედროვე კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში არ ზრუნავენ ამ უნარების განვითარებაზე. მაგრამ ეს არ არის მთავარი. რადგან მისი შესწავლა დამოუკიდებლადაც შეგიძლია. მაგალითად, არსებობს უამრავი წიგნი ვებდიზაინირების შესასწავლად. ან შეგიძლია, შეიძინო სამოყვარულო კამერა, რომლის საშუალებითაც გადაღების ტექნიკას შეისწავლი. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, გახდე ყველაფრის ექსპერტი, მაგრამ შესაძლებელია, ამოირჩიო კონკრეტული სფერო, რომელიც კარგად გეცოდინება. ამაში არაფორმალური განათლება (ტრენინგ–კურსები) ძალიან დაგეხმარება.

გამოცდილების შეძენა

ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მიღებული ცოდნის რეალიზება–გამოცდილების მიღებაა. საბედნიეროდ, სტაჟირების უამრავი შანსი არსებობს – გაზეთებში, ჟურნალებში, რადიოში, ტელევიზიაში და ა.შ. ზაფხული ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური სეზონია.
როგორც წესი, დამსაქმებლებს ყოველთვის ჰყავთ სამიზნე ჯგუფი. ამიტომ, ყურადღებით გაეცანი მათ მოთხოვნებს. შეეცადე, სამომავლოდ გაითვალისწინო. მთავარი რჩევა სტაჟირებებთან დაკავშირებით არის ის, რომ სცადე ყოველთვის და არასდროს დანებდე. გავლილი სტაჟირებათა სიმრავლე ყოველთვის ხიბლავთ მომავალ დამსაქმებლებს.

არასდროს შეგეშინდეს მომავლის

თუ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ ჟურნალისტად მუშაობას გადაწყვეტ, მზად იყავი მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. არასდროს შეგეშინდის იმისა, რაც შეიძლება მომავალში მოხდეს. მედია ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებების საფეხურზეა.
ფაქტობრივად, ჟურნალისტიკის ისტორია ტექნოლოგიების განვითარების ისტორიაა. ზემოთ ვთქვით, ტელევიზია და გაზეთები მალე გაქრება. შესაბამისად, შეიცვლება ჟურნალისტიკის "კეთების" საშუალებებიც. მაგრამ მედია ყოველთვის იარსებებს და ეს პროფესია ყოველთვის საჭირო იქნება.
და ბოლოს, შენ ყოველთვის შეგეძლება ჟურნალისტიკით სხვა სამუშაოს მოძებნაც. კარგი ჟურნალისტისთვის საჭირო უნარები (კვლევითი, კარგად წერის, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის) სხვა ბევრი პროფესიისთვისაც არის გამოსადეგი.

წყარო: http://cubreporters.org/journalism_careers.html

სხვა სტატიები
თითოეული ინდივიდის ცხოვრებაში დგება დრო, როცა სურს, გააღწიოს ერთფეროვანი სამყაროდან, ურთიერთობებიდან, კანონებიდან და სურვილის, უნარის, მოტივაციის შესაბამის კარიერაზე დაიწყოს ფიქრი. გადაწყვეტილება, თუ რა პროფესიით გააგრძელებს ადამიანი ცხოვრებას ძალიან რთული მისაღებია და ამ მხრივ ყურადღებას რამდენიმე ორიენტირი იქცევს. ურბანული ცხოვრებისა და სხვადასხვა სამუშაო სფეროს განვითარებამ, ტექნოლოგიური პროგრესის გავლენით სამუშაო ძალის მოდერნიზაციამ ადამიანს მისცა შესაძლებლობა გარკვეული როლი შეასრულოს მუდმივად ცვალებად სამყაროში და აქტიურად გამოიყენოს საკუთარი უნარები შრომის ბაზარზე. არჩევანი დიდია, სამყარო მრავალი წვრილი და მსხვილი ფუნქციის მატარებელი ნაწილებისგანაა აგებული.
სრულად
ისეთ სახელმწიფო სისტემაში, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ალბათ, თითოეულ აქ მცხოვრებ ადამიანს აქვს სურვილი საკუთარი სატკივარი გაუზიაროს აუდიტორიას. სამწუხაროდ, ჩვენს სამშობლოში ასეთი სატკივარი თუ პრობლემები იმდენად უხვადაა, რომ ამორჩევაც არ საჭიროებს დიდი აზრის დატანებას.
სრულად






Carpet Cleaning Calgary