პირველ რიგში, განმარტებით დავიწყოთ:
რა არის სტაჟირება?
არსებობს მისი სხვადასხვა ფორმა, თუმცა, მთავარი მიზანი სტუდენტისთვის საჭირო გამოცდილების შეძენაა. სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ ხანდახან სტაჟიორის შრომა მონურს ემსგავსება, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი მისი ფუნქცია უცვლელია. ჩვეულებრივ, სტაჟირების ხელშეკრულებაში მითითებულია ის უნარები, რომელთა განვითარების შანსსაც დამსაქმებელი აძლევს. ეს ეხმარება სტუდენტს თვალნათლივ დაინახოს, რამდენად შეესაბამება აღნიშნული სამუშაო მის მიზნებს.
რატომაა სტაჟირება მნიშვნელოვანი?
როგორც უკვე ვთქვით, სტაჟირება პრაქტიკული გამოცდილების მიღების კარგი შანსია. გარდა ამისა, არსებობს სხვა დამატებითი ბენეფიტები, რომელთა შესახებაც სასურველია ვიცოდეთ
.
NACE-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დამსაქმებელთა დაახლოებით 50 % სტუდენტის რეზიუმეში სტაჟირებებს ანიჭებს უპირატებობას. ამავე ორგანიზაციის ცნობით, დაქირავებული თანამშრომლების 36% სწორედ სტაჟირების გავლის შედეგადაა მიღებული.
სტაჟირება სტუდენტს საშუალებას აძლევს „მოსინჯოს“ მომავალი სამუშაო სანამ მუდმივ სამსახურს იპოვის.
სტუდენტმა სტაჟირების პროცესში შეიძლება აღმოაჩინოს ის ხარვეზები, რომლებიც თეორიული სწავლების დროს დარჩა. მას ეძლევა საშუალება, უნივერსიტეტის დამთავრებამდე აღმოფხვრას ისინი.
სტაჟირების დროს იძენ ნაცნობებს და კონტაქტებს. ეს კი გაძლევს საშუალებას იცნობდე შენს კოლეგებს, რომელთანაც თანამშრომლობა მომავალში აუცილებლად მოგიწევს. აგრეთვე, მუდმივი სამსახური სწორედ ამის საშუალებით შეიძლება იპოვო.
სტაჟირება „ღირსეულ“ ადგილს იმკვიდრებს რეზიუმეში. აგრეთვე, მიღებულმა სარეკომენდაციო წერილმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სამსახურის მოძებნაში.
ზოგიერთი უნივესიტეტში სტაჟირება აკადემიურ კრედიტად შეიძლება ჩაითვალოს.
იმ შემთხვევაშიც კი თუ აღმოაჩენ, რომ ეს სფერო საერთოდ არ გაინტერესებს, შენ იძენ გამოცდილებას. ეს შენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილია იმის გასარკვევად, რა მოგწონს და რის კეთებას ისურვებ მომავალში.
მათ, ვისაც გავლილი აქვთ სტაჟირებები, როგორც წესი, უკეთ უხდიან.
და ბოლოს, სტაჟირება შეიძლება იყოს სახალისო და დაგეხმაროს თავდაჯერებულობის შეძენაში.
აღსანიშნავია, ის მომენტიც, რომ სტუდენტები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ ამბობენ სტაჟირებაზე ფულადი ანაზღაურების არშეთავაზების გამო. რეალურად კი მიღებული გამოცდილება საუკეთესო „ინვესტიციაა“ სამომავლო შემოსავლებისთვის.
მიუხედავად, ზემოთ ჩამოთვლილი დადებითი ფაქტორებისა, მნიშვნელოვანი გავითავისოთ, რომ სტაჟირება არ არის დასაქმების გარანტია. მეტიც, როცა საქმე ეხება დასაქმებას, გარანტია საერთოდ არ არსებობს. თუმცა, სტაჟირებათა გრძელი სია ნამდვილად არის დიდი უპირატესობა, რომელიც პოტენციურ დამსაქმებელს იზიდავს. ამასთან, მათ განსაკუთრებით მოსწონთ ის თავდაჯერებულობა, რომელსაც სტაჟირების დროს მიღებული გამოცდილების საფუძველზე იძენ.
წყარო: http://www.collegeparents.org/members/resources/articles/why-your-college-student-should-consider-internship