ტყუილის ფსიქოლოგია და ჩვენ
31 იანვარი, 2015
ტყუილის ფსიქოლოგია და ჩვენ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გავიხსენოთ, რონალდ რეიგანის ცნობილი გამონათქვამი: „არსებობს სამი ტიპის ტყუილი : უბრალოდ ტყუილი, დაწყევლილი ტყუილი და სტატისტიკა!“ ამჯერად სტატისტიკა გვერდით გადავდოთ და ჩვეულებრივ, „უწყინარ“ ტყუილებს მივხედოთ.

ტყუილის ფსიქოლოგია ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა. მის შესახებ ჩატარებულა არაერთი გამოკვლევა. შედეგები კი ძალიან საინტერესო და უცნაურია. გავიხსენოთ ცნობილი სერიალი „lie to me“, სადაც გამოძიების პროცესში იყენებენ მიმიკისა თუ ჟესტიკულაციის ცვლილებებზე დაკვირვებას, რათა გამოააშკარავონ მატყუარები. ტყუილის მართლაც აქვს „თავისი მიმიკა.“ აღიარებული ფაქტია, რომ როცა ადამიანი იტყუება, სხეულს ენა ხშირად გასცემს მას. ასეთ დროს იგი იფხანს ცხვირს, აწვალებს ყურებს, ერიდება თვალებში ყურებას, ან იხედება მარცხნივ. თუმცა, არსებობენ „ტყუილის ოსტატებიც.“

პათოლოგიური მატყუარები

ამის შესახებ სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში კვლევა ახლახან ჩატარდა, რომელმაც აჩვენა საოცარი შედეგი. პათოლოგიური მატყუარები ფიზიოლოგიურად განსხვავებული არიან. მათ ტვინში საგრძნობლად მეტი თეთრი ქსოვილი იყო. რაც ნიშნავს, რომ მათ ტვინში მეტი მაკავშირებლები იყო. მკვლევრების აზრით, სწორედ ეს განსხვავება აძლევს პათოლოგიურ მატყუარას საშუალებას დაეუფლოს ტყუილის ხელოვნებას სხვებზე უკეთ. ამავე კვლევის მიხედვით, 10– წუთიანი დიალოგის მანძილზე გამოკითხულთა 60% ერთხელ მაინც ამბობდა ტყუილს. კვლევის მიხედვით, ექსტრავერტები უფრო მეტად იტყუებიან ვიდრე ინტროვერტები. თურმე კაცები არანაკლები მატყუარები არიან ქალებთან შედარებით. აღმოჩნდა, რომ სამსახურში ყველა იტყუება.

რატომ ვცრუობთ?

და მაინც რატომ ვიტყუებით? პასუხი მარტივია: იმიტომ რომ ეს ადვილია. ვირტუალურად ყველა ტყუის, და ბევრი ჩვენგანი ძალიან კარგად ართმევს ამ საქმეს თავს. ადამიანების უმეტესობა ტყუილის თქმას სწავლობს ძალიან პატარა ასაკიდან. დაახლოებით 3 წლიდან ბავშვები იტყუებიან პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ხოლო 5 წლის ასაკში, როდესაც საქმე დგება სასჯელის თავიდან აცილებაზე, მათი უმეტესობა უკვე ექსპერტია ტყუილის თქმაში.
საინტერესოა, რომ ნიუ-იორკის პრესბირეტიანული საავადმყოფოს ფსიქიატრის, გეილ სალცის თქმით, ბავშვებს ასწავლიან სხვების გრძნობების დასაცავად ტყუილის თქმას. მაგალითად ასეთი რეპლიკებით : „უთხარი დეიდა ბეტის, რომ ახალ ჯინსებში ძალიან კარგად გამოიყურება“. ეს ჩვენთვის უფრო ბუნებრივია და დიდ ვარჯიშს არც მოითხოვს.

რის შესახებ ვიტყუებით?

პატარებისგან განსხვავებით მოზრდილების ტყუილი განსხვავებულ საქმეს ემსახურება. ბევრი მოზრდილი ცდილობს იცრუოს სამგზავრო ბილეთის არქონის, ან სხვა რაიმე უფრო სერიოზული დარღვევის დროს. მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, რობერტ ფელდმენი ამბობს, რომ ზრდასრულ ადამიანებს სურთ აკონტროლონ, თუ როგორ აღიქვამენ მათ გარშემომყოფები. ადამიანები იტყუებიან, რათა თავი მოაწონონ სხვებს და რა წამს იგრძნობენ, რომ მათი თვითშეფასება საფრთხეშია, მაშინვე იწყებენ ტყუილებს თავიანთი მანქანის, სახლისა და ანაზღაურების შესახებ.

ვინ არის ტყუილის ყველაზე ხშირი ობიექტი ?

მეცნიერები შეეცადნენ გაერკვიათ ტყუილის ყველაზე ხშირი ობიექტი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, აღმოჩნდა, რომ ადამიანები ყველაზე ხშირად საკუთარ თავს ატყუებენ. მაგალითად: იმ დროის შესახებ , რაც დარჩათ პროექტისა თუ პრეზენტაციის დასრულებისთვის, რამდენი კალორია მიირთვეს დღის განმავლობაში და ასე შემდეგ... როგორც დოსტოევკსი ამბობდა, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ატყუებს, საბოლოოდ მის პატივისცემას კარგავსო. ასე რომ, გიყვარდეთ საკუთარი თავი და ნუ მოატყუებთ მას!


სხვა სტატიები
თითოეული ინდივიდის ცხოვრებაში დგება დრო, როცა სურს, გააღწიოს ერთფეროვანი სამყაროდან, ურთიერთობებიდან, კანონებიდან და სურვილის, უნარის, მოტივაციის შესაბამის კარიერაზე დაიწყოს ფიქრი. გადაწყვეტილება, თუ რა პროფესიით გააგრძელებს ადამიანი ცხოვრებას ძალიან რთული მისაღებია და ამ მხრივ ყურადღებას რამდენიმე ორიენტირი იქცევს. ურბანული ცხოვრებისა და სხვადასხვა სამუშაო სფეროს განვითარებამ, ტექნოლოგიური პროგრესის გავლენით სამუშაო ძალის მოდერნიზაციამ ადამიანს მისცა შესაძლებლობა გარკვეული როლი შეასრულოს მუდმივად ცვალებად სამყაროში და აქტიურად გამოიყენოს საკუთარი უნარები შრომის ბაზარზე. არჩევანი დიდია, სამყარო მრავალი წვრილი და მსხვილი ფუნქციის მატარებელი ნაწილებისგანაა აგებული.
სრულად
ისეთ სახელმწიფო სისტემაში, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ალბათ, თითოეულ აქ მცხოვრებ ადამიანს აქვს სურვილი საკუთარი სატკივარი გაუზიაროს აუდიტორიას. სამწუხაროდ, ჩვენს სამშობლოში ასეთი სატკივარი თუ პრობლემები იმდენად უხვადაა, რომ ამორჩევაც არ საჭიროებს დიდი აზრის დატანებას.
სრულად






Carpet Cleaning Calgary