7 ივლისს თბილისში „დინამო არენასთან“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,თავისუფალი ზონის" აქცია გაიმართა.
ისინი საქართველოში რუსი დიპლომატების ვიზიტს აპროტესტებდნენ, რომლებიც თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" მატჩზე დასასწრებად ჩამოვიდნენ საქართველოში. აქციის მონაწილეები და პოლიციელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პოლიციამ დააკავა აქციის სამი მონაწილე.
უნდა გამართულიყო თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციის აქცია და რამდენად სამართლიანი იყო ეს პროტესტი, ამასთან დაკავშირებით ახალგაზრდების მოსაზრებები მოვისმისნოთ.