შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
"ალკოჰოლური სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით".
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განმარტა, თუ რა იგულისხმებოდა საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში. "ამ კანონპროექტით კოცნა არ იკძრალება. საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში შეიძლება, მოვიაზროთ გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში მოსაქმება, სხვა უხამსობები და არა პაემანი, ან კოცნა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ასეთ ქმედებად".

ნახეთ ახალგაზრდების მოსაზრება აღნიშნულ ინიციატივაზე.