პირველ აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 მაისის აქციაში ბრალდებული სასულიერო პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.
სასულიერო პირებს ბრალი სიხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას - ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. გთავაზობთ აღნიშნულ საკითხზე ახალგაზრდების მოსაზრებას. საინტერესოა, თუ რამდენად მართებულად მიაჩნიათ სასულიერო პირების გასამართლება.