1994 წელს, ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მიერ მოსკოვის უნივერსიტეტში გაჟღერებული კონცეფცია საქართველოსთვისაც აქტუალური გახდა.
იდეა, რომელიც, ძირითადად, ევროპის კავშირის ინტეგრაციის ანალოგიურია, ყურადღების ქვეშ 2011 წლის ოქტომბერში, მაშინდელი რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის წყალობით მოექცა. 2011 წლის 18 ნოემბერს ბელორუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს სამიზნო ხელშეკრულებას 2015 წლისთვის ევრაზიული კავშირის შექმნაზე. ხელშეკრულებამ მოიცვა სამოქმედო გეგმა მომავალი ინტეგრაციისთვის და დაარსდა ევრაზიული კომისია (ევროკომისიის მოდელის მიხედვით), ასევე ევრაზიული ეკონომიკური სივრცე, რომელმაც ფუნქციონირება 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო.
დავინტერესდით, თუ რა აზრის არიან ახალგაზრდები საქართველოს ევრაზიის კავშირში შესაძლო გაერთიანებაზე, და ამ კავშირში საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში, თუ ფიქრობენ რაიმე ფორმით პროტესტის გამოხატვას.
დავინტერესდით, თუ რა აზრის არიან ახალგაზრდები საქართველოს ევრაზიის კავშირში შესაძლო გაერთიანებაზე, და ამ კავშირში საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში, თუ ფიქრობენ რაიმე ფორმით პროტესტის გამოხატვას.