საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე მოვლენები ხალხს ორ ნაწილად ყოფს.
ერთ ნაწილს იმედი უჩნდება, რომ მაუწყებელი ქართულ მედიასივრცეში თავის ადგილს დაიბრუნებს. მეორე მხარე კი ფიქრობს, რომ მიმდინარე პროცესი საზოგადოებრივი არხის უზურპაციის წინა პერიოდია.
დავინტერესდით, თუ რას ფიქრობენ ახალგაზრდები საზოგადოებრივ არხზე მიმდინარე მოვლენების შესახებ და რამდენად აღელვებთ ამ არხის ბედი.