ხუდონჰესის მშენებლობის თემამ აქტუალობა დაიბრუნა. როგორც მოგეხსენებათ, ჰესის მშენებლობამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და განსაკუთრებით, სვანეთის, სოფელ ხაიშის მცხოვრებლები გააღიზიანა.
მათი თქმით, ჰესის მშენებლობა ბევრ პრობლემას გამოიწვევს. დაიტბორება მათი წინაპრების საფლავები, დაინგრევა ეკლესია და ხაიშის მცხოვრებლებს სოფლის დატოვება მოუწევთ.
დავინტერესდით, თუ რას ფიქრობენ ახალგაზრდები ხუდონჰესის მშენებლობის შესახებ და საერთოდ ღირს თუ არა ჰესის მშენებლობა.