სოჭის ოლიმპიადა - ქართველი ახალგაზრდები ივან ნეჩაევზე
08 ოქტომბერი, 2013
ზამთრის 22-ე ოლიმპიადა, რომელიც სოჭის ოლიმპიადის სახელითაა ცნობილი, საქართველოში ისევ აქტუალურ თემად რჩება. 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ორიოდე დღის წინ ერთ-ერთი მეჩირაღდნის ვინაობა გახდა ცნობილი. ივან ნეჩაევი ის სამხედრო მფრინავია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომში ქართული სოფლები დაბომბა და რუსეთში გმირის წოდება მიიღო. კაპიტანი ნეჩაევი სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე იქნება.

ნახეთ, რას ფიქრობენ ახალგაზრდები საქართველოს ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების შესახებ.

სხვა სტატიები
თითოეული ინდივიდის ცხოვრებაში დგება დრო, როცა სურს, გააღწიოს ერთფეროვანი სამყაროდან, ურთიერთობებიდან, კანონებიდან და სურვილის, უნარის, მოტივაციის შესაბამის კარიერაზე დაიწყოს ფიქრი. გადაწყვეტილება, თუ რა პროფესიით გააგრძელებს ადამიანი ცხოვრებას ძალიან რთული მისაღებია და ამ მხრივ ყურადღებას რამდენიმე ორიენტირი იქცევს. ურბანული ცხოვრებისა და სხვადასხვა სამუშაო სფეროს განვითარებამ, ტექნოლოგიური პროგრესის გავლენით სამუშაო ძალის მოდერნიზაციამ ადამიანს მისცა შესაძლებლობა გარკვეული როლი შეასრულოს მუდმივად ცვალებად სამყაროში და აქტიურად გამოიყენოს საკუთარი უნარები შრომის ბაზარზე. არჩევანი დიდია, სამყარო მრავალი წვრილი და მსხვილი ფუნქციის მატარებელი ნაწილებისგანაა აგებული.
სრულად
ისეთ სახელმწიფო სისტემაში, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ალბათ, თითოეულ აქ მცხოვრებ ადამიანს აქვს სურვილი საკუთარი სატკივარი გაუზიაროს აუდიტორიას. სამწუხაროდ, ჩვენს სამშობლოში ასეთი სატკივარი თუ პრობლემები იმდენად უხვადაა, რომ ამორჩევაც არ საჭიროებს დიდი აზრის დატანებას.
სრულად






Carpet Cleaning Calgary