საინიციატივო ჯგუფი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად თაკო ჩარკვიანს ითხოვს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოქმედ რექტორს გიორგი მარგველაშვილს 18 ოქტომბერს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება. თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილმა ლექტორებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, რომელმაც თაკო ჩარკვიანს მიმართა თხოვნით, სამი თვის განმავლობაში მან შეითავსოს რექტორის ფუნქცია და ჩამოაყალიბოს ახალი საბჭო, რომელიც კორუფციისა და ფინანსური მაქინაციების გარეშე გააგრძელებს მუშაობას.
ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები აღნიშნული ფაქტის შესახებ, რამდენად სამართლიანად მიაჩნიათ მათ მოთხოვნა და აქვთ თუ არა ინფორმაცია თაკო ჩარკვიანის მოღვაწეობის შესახებ.