უმაღლესი განათლება
"სილაბუსი თუ რესტორნის მენიუ?"
23 ნოემბერი, 2013
“როგორც თავად აწყობთ, ისე ცვლიან სილაბუსებს!“ - ასეთი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორების სილაბუსების პირველი შეფასება. გამოკითხულ სტუდენთა აზრი ორად გაიყო, ნაწილი მიიჩნევს, რომ ლექტორები სალექციო კურსის შესაბამის სილაბუსებს აწვდიან, ნაწილი კი - არცთუ ისე კმაყოფილია.
რატომ არიან სტუ-ს სტუდენტები ინერტულები?
08 დეკემბერი, 2013
-„სწავლა, სახლი, სამსახური, მეგობრები, ოღონდ - არა უნივერსიტეტში“.
-„სტუდენტურ აქტივობაში რას გულისხმობთ, სწავლას?! - მაშინ აქტიური ვარ“.
-„თქვენ როგორ მიიჩნევთ, ეს უნივერსიტეტია?!“
-„აქ სტუდენტური ცხოვრება არის?!“
-„ჯერ პირველ კურსზე ვარ და ვსწავლობ“.
„ხიდჩატეხილობა“ ლექტორებსა და სტუდენტებს შორის
16 ნოემბერი, 2013
პროცესებს ყოველთვის ახლავს პრობლემები. ამ მხრივ არც სასწავლო პროცესია გამონაკლისი, მით უმეტეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჯერად სტუდენტები ლექტორების შესახებ გამოთქვამენ უკმაყოფილებას და აღნიშნავენ, რომ ლექციების უმრავლესობა უინტერესოდ და მონოლოგის რეჟიმში მიმდინარეობს. სტუდენტების განცხადებით, ლექტორებსა და სტუდენტებს შორის არ არის ისეთი კონტაქტი, როგორიც უნდა იყოს.
სოხუმის უნივერსიტეტი სამშენებლო სამუშაოების მოლოდინში
09 ნოემბერი, 2013
შენობის შესასვლელი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე, თუმცა, თუ მეორე კორპუსის მეორე სართულზე განაგრძობთ სვლას, წინ „არაჩვეულებრივი“ სანახაობა გელით: დანგრეული კედლები, კარები. ყველა სართულზე კიბიდან მარჯვნივ ორ-ორი ოთახია, რაც შეეხება აუდიტორიებს, ისინი ომგამოვლილ ჯარისკაცებს მოგაგონებთ. ყველა აუდიტორიას აქვს მეორე დაკეტილი კარი, რომლის ფუნქცია სტუდენტებისთვის გაურკვეველია.
ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი სტუდენტების გარეშე
09 ნოემბერი, 2013
ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტი - 2006 წელს ასე ეწოდა ტექნიკური უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტების გაერთიანებას.
ვინ და როგორ ფინანსდება ტექნიკურ უნივერსიტეტში?
02 ნოემბერი, 2013
როგორც ცნობილია, სახელმწიფომ უფასო სწავლება პრიორიტეტების მიხედვით გამოაცხადა. პროგრამაში მონაწილეობს ტექნიკური უნივერსიტეტიც, ის ყველაზე ბევრ დაფინანსებულ ფაკულტეტს მოიცავს. “ამ მხრივ ტექნიკური უნივერსიტეტი ძალიან კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იმ ფაკულტეტებიდან, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, უმეტესობა არის ჩვენს უნივერსიტეტში.
,,ბიზნეს ინკუბატორი“ - ანუ სივრცე მათთვის, ვისაც სურს ბიზნესში საქმიანობა
29 ოქტომბერი, 2013
პირველად საქართველოში ინოვაციური იდეების ოპტიმიზაციისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაზაზე შეიქმნა ,,ბიზნეს ინკუბატორი“ - სივრცე, სადაც სტუდენტები შეძლებენ, ინოვაციური პროექტები განახორციელონ.
„ჩვენი ბიზნესსკოლის ბაზაზე არსებობს კვლევითი ცენტრი „ილიაუნი ბიზნესრევიუ“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მიმართულებით ხშირად ტარდება კვლევა.
„სამწუხაროა, მაგრამ ტექნიკურ უნივერსიტეტში რომ სწავლობ, ასეთი რამ არ უნდა გიკვირდეს“
27 ოქტომბერი, 2013
ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეშვიდე კორპუსის ნაწილი საცხოვრებლად გამოიყენება. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის სტატიის მომზადება სტუდენტების გამოკითხვით დავიწყეთ და ჩვენთვის უცხო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. მეშვიდე კორპუსი იმდენად ჰგავს საცხოვრებელს, პირველი კორპუსის სტუდენტებმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ მათ წინ მდგარი შენობა ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილებაა.
ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობა - რთული კითხვაა...
19 ოქტომბერი, 2013
„რთული კითხვაა...“
„თვითმმართველობას რას უწოდებთ? მე მარტო პირველ კურსზე ვიცოდი რა იყო და ისიც დროგამოშვებით... საერთოდ რამე ხდება მანდ?”
გასაჭირს შეჩვეულნი ტექნიკურ უნივერსიტეტში
12 ოქტომბერი, 2013
პირველკურსელის დაბნეული სახე... უსასრულო რიგი ლიფტთან... არასასურველი სართული და კითხვაზე - კონკრეტულად, ლიფტი რომელ სართულზე მიდის? ლიფტიორის უხეში პასუხი: „ჩაჯდები და ნახავ“. კვლავ ლიფტის მოლოდინი, მერე ისევ არასასურველი სართული და ბოლოს დასკვნა: „ფეხით ავალ“. ამასობაში ლექტორის უკმაყოფილო სახე და საყვედური დაგვიანებაზე. ასე გრძელდება უსასრულოდ...
ფორმალური სილაბუსები ილიაუნიში?!
07 ოქტომბერი, 2013
"”ყველა საგანზე ატვირთულია სილაბუსი“ – ეს სიცრუეა, ძალიან ბევრ საგანს სილაბუსი არ აქვს, ყოველ წელს იყო მსგავსი პრობლემა და ეს წელიც არ არის გამონაკლისი“ - ეს კომენტარი ილიაუნის არგუსის შესახებ დაწერილ სტატიას მოჰყვა. არის თუ არა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სილაბუსების პრობლემა და არგუსის სისტემა რამდენად არის უზრუნველყოფილი იმ ინფორმაციით, რაც სტუდენტებს სასწავლო წლის დაგეგმვისთვის სჭირდებათ? - ამ შეკითხვამ ილიაუნის სტუდენტებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.






Carpet Cleaning Calgary