18 ოქტომბერი, 2021
საქართველოს მწერალთა კავშირს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ისევე, როგორც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, ქუთაისსა და გორში ჰქონდა ადგილობრივი მწერალთა ორგანიზაციები. თბილისში მწერალთა კავშირთან არსებობდა აფხაზური და ოსური ლიტერატურის საბჭოები. მწერალთა კავშირის ეგიდით აფხაზურ ენაზე გამოდიოდა ჟურნალი „ალაშარა“, ხოლო ოსურ ენაზე „ფიდიუაგ“.
07 ოქტომბერი, 2021
დიდი ლიახვის ხეობაში ტყით დაფარულ მთებს შორის კურორტი ჯავა მდებარეობს. ეს არის მუხის, წიფლის, ნაძვის, ფიჭვის, სოჭის ტყეებითა და მინერალური წყლებით მდიდარი მხარე. საბჭოთა კავშირის დროს ჯავა, იგივე ძაუ-სუარ (ძაუ მინერალური წყლის გამოსავალ ადგილს ნიშნავს, ხოლო სუარ – მარილიანს) რეგიონში ცნობილი ბალნეო-მთისკლიმატური კურორტი იყო.
06 ოქტომბერი, 2021
გვიან შემოდგომით, სამცხე-ჯავახეთის მაღალმთაში, სოფელ ბეჟანოში თუ მოხვდებით, მინდორში ნარინჯისფერ-მწვანე ბორცვებსა და გარშემო მოფუსფუსე ადამიანებს აუცილებლად შეამჩვენთ. ეს სტაფილოს ყანებია. მისი მოყვანა კი, აქაურ პირობებში ძალიან რთულია.
30 სექტემბერი, 2021
ლარჭემი იმ კოლხურ, ხალხურ საკრავთაგან ერთ-ერთია, რომელიც დღევანდელი ყოფიდან თითქმის გამქრალია. საკრავი სათავეს უძველესი პერიოდიდან იღებს, როდესაც ჯერ კიდევ პირველი საკრავები იქმნებოდა და მასზე ძირითადად, სხვადასხვა მწყემსური მელოდია სრულდებოდა. საკრავზე უკრავდნენ ქორწილებსა თუ სხვადასხვა დღესასწაულზეც.
21 სექტემბერი, 2021
ნარატივით უცნობ ან ისტორიკოსების ყურადღების მიღმა დარჩენილ "უმნიშვნელო" მოვლენებს ფოტოები ინახავს. მათზე აღბეჭდილი კადრები ნაკლებად ცნობილ ფაქტებსა და მოვლენებს აცოცხლებს, ან სულ სხვა რაკურსით წარმოაჩენს. ამჯერად, მსგავსი შემთხვევებიდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში გამართულ ექსტრემალურ სპორტის სახეობას გამოვყოფთ.
09 სექტემბერი, 2021
სოხუმში ყველაზე გამორჩეულ ადგილად შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ღია კაფე "ბრეხალოვკა" მიიჩნევა.