ფოტოამბები
აზერბაიჯანში შემორჩენილი კოლმეურნეობა
05 აგვისტო, 2022
ბაქოდან ჩრდილო-დასავლეთით 200 კილომეტრში საინტერესო სოფელი ივანოვკა მდებარეობს, არანაკლებ საინტერესო მაცხოვრებლებით - მალაკნებით. ისინი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მიმართულების მიმდევრები არიან, რომელიც მე-17 საუკუნეში საეკლესიო რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდა. აზერბაიჯანში მალაკნები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გამოჩნდნენ, ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობისგან გამოირჩეოდნენ როგორც ცხოვრების წესით, ისე ყოფით. 21-ე საუკუნეშიც კი ივანოვკა ქვეყნის სხვა სოფლებისგან განსხვავდება. აქ ერთადერთი კოლმეურნეობაა შემორჩენილი.
სოხუმის ტურისტული ადგილები
30 ივლისი, 2022
აფხაზეთის დედაქალაქი კარგია მოსანახულებლად არა მხოლოდ კომფორტული დასვენებისთვის, არამედ ისტორიული მნიშვნელობის ადგილების დასათვალიერებლადაც. ფოტოების ამ კრებულში, ფოტოობიექტივში ის ადგილები მოვახვედრეთ, რომლებსაც სოხუმის დამთვალიერებლები სტუმრობენ. ეს ადგილები ქალაქის ისტორიის სიმბოლოებია, ზოგიერთი მე-20 საუკუნის არის, ზოგიერთი კი ანტიკური ეპოქის.
გალის ბაზრობა
26 ივლისი, 2022
გალში, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას ბაზრობის დღეა. მოვაჭრეები საკვებ პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს ყიდიან. გალში გასაყიდი საქონლის 70% დანარჩენი საქართველოდან შემოდის, ნაწილიც სოჭიდან, ნაწილს, კონკრეტულად თხილს, რძის პროდუქტებსა და ბაღჩეულს ადგილობრივი მოსახლეობა აბარებს.
"პური მწვანილით"
19 ივლისი, 2022
არცახში შეუძლებელია ადამიანი მოძებნოთ, რომელსაც ჟენგიალოვ აცი ("პური მწვანილით") არ გაუსინჯავს. ყველაზე ცნობილი არცახული კერძი მხოლოდ არცახელებისთვის კი არა იმ ტურისტებისთვისაც ნაცნობია, რომლებიც არცახში ყოფილან.
ზაფხულის სეზონი კურორტ წყალტუბოში
13 ივლისი, 2022
წყალტუბოში ზაფხულის ტურისტული სეზონი დაიწყო, თუმცა, წინა წლების მსგავსად, აქაურები ვიზიტორების სიმცირეს წელსაც უჩივიან. ეს ქალაქი საქართველოს საგანძურია, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ღია მუზეუმის შთაბეჭდილებას ტოვებს – საბჭოთა საქართველოს ნანგრევებისა.
ძველი უბნით მოჯადოებული ადამიანები
06 ივლისი, 2022
კონდი ერევნის ერთ-ერთი უძველესი უბანია, რომლის ვიწრო ქუჩებში საბჭოთა კავშირამდე არსებული ქალაქის სული ახლაც იგრძნობა. თუ შემთხვევით კონდის ქუჩებში მოხვდი, თავს ისე იგრძნობ, თითქოს წარსულში მოგზაურობდე. გასაოცარია, რომ კონდში შენარჩუნებულია ის იერსახე, რომელიც აქ საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. აქაურ ქუჩებში მე-17 საუკუნის განლაგებაა შემორჩენილი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary