22 თებერვალი, 2014
არც თუ ისე დიდიხნის წინ ქალაქი "ეიფორიამ" მოიცვა. ამ ეიფორიას "ფერმა" ერქვა. თბილისს (და არა მარტო) ეპიდემიასავით მოედო სოციალურ ქსელებში თამაშის მანია. მაშინ საზოგადოების უმეტეს ნაწილს უკვირდა კიდეც, სანამ კარგად გაიგებდნენ, რას ნიშნავდა ამგვარი თამაშები, როგორ შეიძლებოდა ჰქონოდა ქალაქში მცხოვრებ ადამიანს ფერმა.
15 თებერვალი, 2014
დასაქმება გინდათ? საჯარო სამსახურში არსებულ ყველა ვაკანსიას ერთ საიტზე ნახავთ. საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე დარეგისტრირებით გაიმარტივებთ სამსახურის ძებნის რთულ პროცესსაც. ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთება ონლაინაა შესაძლებელი. გასაუბრებაზე მისულს კი - მშრალი კითხვებით გაგისტუმრებენ და არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენს კანდიდატურას არც განიხილავენ. თქვენმა რეზიუმემ კონკურსის მოთხოვნებს ვერ გაუძლო და ვაკანტური ადგილი უფრო გამოცდილმა კადრმა შეავსო, ვისაც ამ ადგილზე მუშაობის გამოცდილება უკვე ჰქონდა?! ვერც შეედავებით...
09 თებერვალი, 2014
,,ბარბარე 12 წლის ასაკში გაათხოვეს, ჯერ კიდევ სულ ბავშვი იყო. ის თავის ქორწილს იხსენებს, როგორც რაღაც თამაშს’’ - ვკითხულობთ პირველი ქართველი ფემინისტი ქალის, პოეტ რაფაელ ერისთავის დის ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ცხოვრების ისტორიაში. ეს იყო 1845 წელი და მაშინ მიღებულიც კი იყო ქალის გარიგებით გათხოვება. მაშინ, როცა ქალის უფლებები შეზღუდული იყო და ეს უფლებები თითქმის არ არსებობდა, ბარბარე ამ პერიოდს ასე აღწერს: ,,შენ შემოქმედს რადგან ქალად დაუბარებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს: ხმაგაკმენდილი ჩუმად იყო, არავის შეხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშე და თვალები დახუჭე და იჯექ, სწავლა რა შენი საქმეაო...’’ ახლა 2014 წელია. მას შემდეგ თითქმის ორი საუკუნე გავიდა და გარიგება და გარიგებით შექმნილი ოჯახი არც თუ ისე უცხოა ჩვენთვის.
01 თებერვალი, 2014
სპეციალობა - სტომატოლოგია, სწავლების ხანგრძლივობა - 5 წელი, პროგრამის მიზანი - სტომატოლოგიაში დიპლომირებული მედიკოსების მომზადება, მათთვის სტომატოლოგიური პრაქტიკული საქმიანობისთვის აუცილებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების მიცემა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
26 იანვარი, 2014
,,ტკივილით და შიშით სავსე ყველაზე უცნაური დილა მაქვს, თუმცა, სიხარულით სავსე მოლოდინი და ინტერესი ყველაფერს მავიწყებს. ირგვლივ ყველა დამფრთხალი სახით მიყურებს, ტელეფონში დედის აკანკალებული ხმა მესმის. ძალიან მტკივა. თეთრხალათიან ექიმს ვხედავ, განსხვავებულია სამშობიაროს ბლოკიდან დანახული ხედიც. აქაა... ჩემთანაა ყველა, ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი, მათი დარიგება კი ყველაზე ღირებულია ჩემთვის... მტკივა..’’ – 22 წლის ანა ტკაჩოვა ასე ასახავს მის პირველ სამშობიარო ტკივილებსა და მშობიარობას. ახლა უკვე 2 შვილი ჰყავს და აუტანლად მძიმედ არ მიაჩნია ფიზიოლოგიური მშობიარობისას განცდილი ტკივილი. ტკივილის გაყუჩებისთვის საჭირო პროცედურების ჩატარებას ისევ ეს ამჯობინა.
18 იანვარი, 2014
დღეისათვის საქართველოში 12000-დან 15000-მდე უსინათლო ადამიანია. წიგნთან მათი ურთიერთობა საჭიროებს უშუალოდ სხვა ადამიანის ჩარევას, გვერდით დაჯდომასა და წიგნის წაკითხვას, რაც დიდ სირთულეს წარმოადგენს და, რიგ შემთხვევებში, შეუძლებელია. მართალია, არსებობს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები, მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა და ძნელად ხელმისაწვდომია ყველასთვის, ტირაჟირება კი ძალიან დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ უსინათლოთა 202-ე საჯარო სკოლაში ამ ეტაპზე მხოლოდ 49 ბავშვი დადის.