21 დეკემბერი, 2014
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტთა სამეცნირო კონფერენცია. მისი მთავარი თემა იყო „თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სივრცის პრობლემები.“ კონფერენციას კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
21 დეკემბერი, 2014
აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში საქართველოს უნივერსიტეტთან არსებულმა კლუბმა "პოეზია ყველასათვის" გამართა საქველმოქმედო საღამო "შემოდი ჩემს სამყაროში".
20 დეკემბერი, 2014
„თბილისი მარიოტში“ „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ 2014 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის ორგანიზატორი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იყო. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, სახელმწიფო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლები, სოციალური პარტნიორები და პროფესიულ სტანდარტებსა და პროგრამებზე მომუშავე ფასილიტატორები დაესწრნენ.
20 დეკემბერი, 2014
ილიას სახელმწიფო ინივერსიტეტში Erasmus Student Network (ESN) Tbilisi ISU-მ საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრა გამართა Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამების Eminence I და Eminence II-ის შესახებ.
19 დეკემბერი, 2014
თსუ-ში დაიწყო ტრენინგი: "ოჯახური ძალადობა - ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტები", რომელიც სამი დღე გაგრძლდება. პირველ დღეს ძალადობა ფსიქოლოგიურ ჭრილში „საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა’’ წარმომადგენლებმა გაგა გვენეტაძემ და ადა ბესელიამ განიხილეს, მომდევნო ორი დღე ძალადობის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ასპექტებს მოიცავს, ამის შესახებ იურისტები ისაუბრებენ. ტრენინგში მონაწილე სტუდენტები სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩნენ.
19 დეკემბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით აქცია გაიმართა საყდრის-ყაჩაღიანის განადგურების გამო.