18 დეკემბერი, 2014
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ ,,ლიგამუსში“ პოეტ რატი ამაღლობელთან ილიაუნის პოეზიის კლუბის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. რატი ამაღლობელმა აუდიტორიისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა და რამდენიმე ლექსი წაიკითხა თავისი შემოქმედებიდან.
18 დეკემბერი, 2014
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის სტუდენტ კანდიდატთა არჩევნები ჩატარდა.
18 დეკემბერი, 2014
სასტუმრო "ბომონდ გარდენში" "ქალთა პარტიის" ორგანიზებითა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის დაფინანსებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ბარიერები".
17 დეკემბერი, 2014
ილიაუნის სტუდენტებმა აქცია მოაწყვეს. მათი თქმით, წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ წარჩინებულ სტუდენტებს მიეცემათ, რაც მათი აზრით, ახალგაზრდების დისკრიმინაციაა. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ახალი დებულებით მათი უფლებები იზღუდება, აქტუალური ხდება ნეპოტიზმით ქულების დაწერა.
17 დეკემბერი, 2014
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 4D ინსტიტუტის სამეცნიერო პროექტის "მაზანდარანელი ქართველები" ფარგლებში გაისნა გამოფენა "ქართული მაზანდარანი".
16 დეკემბერი, 2014
ილიაუნის სტუდენტები მეგობრის მიერ დაჭრილი ნიკა ნატროშვილის დასახმარებლად გაერთიანდნენ. მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ გარკვეული თანხის მოგროვებას.