21 ოქტომბერი, 2014
საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქცია-პერფორმანსი „ქალების ხმა“ გაიმართა.
აქციის ორგანიზატორი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი იყო.
21 ოქტომბერი, 2014
ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს” ოფისში ონლაინრადიოს შექმნის მსურველი ახალგაზრდებისათვის 3-დღიანი ტრენინგი იმართება. ახალგაზრდებს ტრენინგს Microwav.fm-ის წარმომადგენლები უტარებენ. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოში პროექტის პარტნიორია ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“.
21 ოქტომბერი, 2014
საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ პროექტის „პროფესიული განათლება სადურგლო სახელოსნოს ბაზაზე“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქველმოქმედო ფონდთან ერთად „საქართველოს კარიტასი“ ხორციელდება. პროექტის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, „საქართველოს კარიტასის“ პრეზიდენტი ჯუზეპე პაზოტო, „საქართველოს კარიტასის“ დირექტორი პადრე ქშიშტოვ კოვალი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
21 ოქტომბერი, 2014
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გრიდ და ქლაუდ (Grid & Cloud) ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, მოწვეული ექსპერტები ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან, ასევე, მეცნიერები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან, კერძოდ, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.
20 ოქტომბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობა გააპროტესტეს.
20 ოქტომბერი, 2014
ილიაუნის სტუდენტური თვითმართველობის ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია ძალადობის წინააღმდეგ გაიმართა.