16 ივნისი, 2014
ირანელმა მკვლევარმა, საჰაბის გეოგრაფიული და კარტოგრაფიული ინსტიტუტის პრეზიდენტმა მოჰამედ რეზა საჰაბმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა მოხსენება თემაზე - "საქართველო ძველ სპარსულ რუკებზე".
16 ივნისი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კონფერენცია "ევროპული ღირებულებები და იდენტობა" გაიხსნა.
14 ივნისი, 2014
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ახალგაზრდა პოეტ რეზი ქინქლაძის წიგნის "მიყვარხარ" პრეზენტაცია გაიმართა.
14 ივნისი, 2014
თავისუფალ უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა MBA-სა და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ოპერაციების მენეჯმენტში MBA in OM-ის პრეზენტაცია გაიმართა.
13 ივნისი, 2014
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში საუნივერსიტეტო მან-სან-კანის ჩემპიონატი ჩატარდა სლოგანით ,,გვენატრება მან-სან-კანი“. მონაწილეობდა 4 გუნდი: აწსუ-ს გუნდი ,,ადრენალინი“, თბილისის აგრარული უნივერსიტეტის გუნდი ,,კაკი და კაი ბიჭის და“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი ,,კოზანოსტრა“ და ქუთაისის უნივერსიტეტის გუნდი ,,კრედიტორები“. ნახევარ ფინალში გადავიდა ,,ადრენალინი“ და ,,კოზანოსტრა“, რომელიც ხვალ გაიმართება იმავე დროსა და ადგილას. ფინალი გაიმართება 26 ივნისს, სადაც გამოვლინდება საუკეთესო მონაწილე და გამარჯვებული გუნდი, რომლებიც მიიღებენ ფულად ჯილდოს. ღონისძიება მიჰყავდა ნიკა მახვილაძეს. ჟიურში იყვნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის უფროსი კახა კუპატაძე, იმერეთის მან-სან-კანის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ხურციძე, ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე და ,,პიკასოს ბიჭების“ წევრი გია ტაბიძე.
13 ივნისი, 2014
მასტერფის საქართველოსა და კაინექსის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ,,მრგვალი მაგიდა მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის #2“. შეხვედრის მთავარი თემა იყო უცხოელი სტუდენტებისა და,ზოგადად, უცხოელების ინტეგრაციის პროცესი ქართულ საზოგადოებაში.