თსუ-ს სტატიები
სამი გამოცდა ერთ დღეს და გაცდენილი ლექციები
14 ივნისი, 2014
,,შუალედური გამოცდების დროს ლექციები არ წყდება, რის გამოც გამოცდისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო გვრჩება. ამას ისიც ემატება, რომ ერთ დღეს ხშირად 2 ან 3 კოლოკვიუმი გაქვს. ასეთ დროს მაღალი ქულის მიღება ძალიან რთულია, ღამეების გათენება გვიწევს’’. ნინო ჩუბინიძის მსგავსად, აღნიშნული პრობლემები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომინიკაციის მიმართულების სხვა სტუდენტებსაც აწუხებთ.
გზა რუსთავიდან თსუ-მდე და უხამსი მამაკაცები მიწისქვეშა გადასასვლელში
31 მაისი, 2014
"სახლიდან საათ-ნახევრით ადრე გამოვდიოდი იმის გამო, რომ მიწევდა გაჩერება სპორტის სასახლესთან და იქიდან ავტობუსით უნივერსიტეტში წასვლა. აქ კი ხშირად საცობები იყო, რაც მგზავრობას კიდევ უფრო აჭიანურებდა. სხვა შემთხვევაში მიწისქვეშა გადასასვლელით ვსარგებლობდი, თუმცა, იქ საეჭვო ქცევის მქონე პირები მხვდებოდნენ, ძირითადად, შუახნის მამაკაცები, რომლებიც უხამსობას სთავაზობდნენ გოგონებს’’- იხსენებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა მებურიშვილი.
მაღლიველი ავტობუსის მოლოდინში
22 თებერვალი, 2014
გამოცდიდან ადრე გამოვედი. პირველის ოცი წუთია. ბიბლიოთეკის შენობიდან ავტობუსის გაჩერებამდე მიღწევაღა დამრჩა. სწრაფი ნაბიჯით მივდივარ დანიშნულების ადგილამდე და ვფიქრობ, რომ ავტობუსში ავალ და გავთბები, შედარებით გავთბები.
„ვარგისი გადასარჩენად, მაგრამ არა საცხოვრებლად“
11 იანვარი, 2014
1975 წლის შემდეგ აქ უკეთესობისაკენ თითქმის არაფერი შეცვლილა. ყოველი ფეხის ნაბიჯზე სიძველენარევი ნესტის სუნია და კედლებსაც სადარბაზოში ვადაგასული საღებავი ნელ-ნელა ეყრება.
"სილაბუსი თუ რესტორნის მენიუ?"
23 ნოემბერი, 2013
“როგორც თავად აწყობთ, ისე ცვლიან სილაბუსებს!“ - ასეთი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორების სილაბუსების პირველი შეფასება. გამოკითხულ სტუდენთა აზრი ორად გაიყო, ნაწილი მიიჩნევს, რომ ლექტორები სალექციო კურსის შესაბამის სილაბუსებს აწვდიან, ნაწილი კი - არცთუ ისე კმაყოფილია.
„ხიდჩატეხილობა“ ლექტორებსა და სტუდენტებს შორის
16 ნოემბერი, 2013
პროცესებს ყოველთვის ახლავს პრობლემები. ამ მხრივ არც სასწავლო პროცესია გამონაკლისი, მით უმეტეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჯერად სტუდენტები ლექტორების შესახებ გამოთქვამენ უკმაყოფილებას და აღნიშნავენ, რომ ლექციების უმრავლესობა უინტერესოდ და მონოლოგის რეჟიმში მიმდინარეობს. სტუდენტების განცხადებით, ლექტორებსა და სტუდენტებს შორის არ არის ისეთი კონტაქტი, როგორიც უნდა იყოს.
რა ბედი ელით სტუდენტურ თვითმმართველობებს?
28 სექტემბერი, 2013
16 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა აქციაში მონაწილე სტუდენტების ნაწილს შეხვდა, რომლებიც უნივერსიტეტში სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებდნენ.
უმოქმედო სამედიცინო პუნქტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში?!
27 ივლისი, 2013
სამედიცინო პუნქტი? სად, უნივერსიტეტში? არც გამიგია"; "არა, არ აქვს სამედიცინო პუნქტი, ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია"; "მადლობა ღმერთს არ დამჭირვებია, მაგრამ არც არაფერი მსმენია სამედიცინო პუნქტის შესახებ";
"ქართულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩავაბარე და არა ინგლისურზე"
13 ივლისი, 2013
დამხმარე ლიტერატურად უცხოენოვანი მასალის გამოყენება თითქმის ყველა უნივერიტეტისთვის ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ის დამხმარეა და სტუდენტები ძირითად საგნებს ქართულ ენაზე უნდა გადიოდნენ. როგორც აღმოჩნდა, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში უცხოენოვანი მასალები ზოგჯერ მთავარ ლიტერატურადაც კი არის წარმოდგენილი.
თსუ ცხრილის შედგენისას არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე დუმს
06 ივლისი, 2013
ცხრილში დამთხვეული საგნები, არჩევითი საგნების არშემდგარი თუ ლიმიტირებული ჯგუფები, გამოცდის თარიღების დამთხვევა - აღნიშნული პრობლემები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს მუდმივად აწუხებთ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary