ფოტოამბები
იმერელი ქალი ჭრელი თავსაფრით
17 აგვისტო, 2020
ამბობენ, იმერელ ქალს ისე შეუძლია სტუმარს შეეგებოს, თითქოს, მთელი ცხოვრება მას ელოდაო. სწორედ იმერელი ქალების შრომისმოყვარეობის დამსახურებაა ზემოაღნიშნული მოსაზრება. მატერიალური დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საშუალება მესაქონლეობაა. ყველისა და სხვა რძის პროდუქტებს ყიდიან და ამით თავსა და ოჯახებს არჩენენ.
"ფოტოსაშრობი ცხინვალში"
14 აგვისტო, 2020
ცხინვალში ფოტოექსპოზიცია სახელწოდებით „ფოტოსაშრობი“ მეოთხედ გაიმართა. მსურველებს შეეძლოთ მათ მიერ გადაღებული ფოტოები მოეტანათ და სამაგიეროდ ის წაეღოთ, რომელიც მოეწონებოდათ. ტრადიციის მიხედვით მასალებს თეთრი სარჭებით თოკზე კიდებენ.
ახალი ათონი დღეს
13 აგვისტო, 2020
სასიამოვნოა ადამიანებისგან დაცლილ ქალაქში სეირნობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტურისტებს ვგულისხმობ. აფხაზეთში პირველ აგვისტომდე რუსეთიდან გადმოსვლა აკრძალული იყო, შემთხვევით ვისარგებლე და უმშვენიერეს ქალაქ ახალ ათონში გავემგზავრე.
აკვნის ოსტატი მარადიდიდან
10 აგვისტო, 2020
„ამ დაზგაზე თითო დეტალი, თითო ფიგურა იჭრება და შემდეგ ხელით ვაწყობ,“ - ასე იწყებს მარადიდელი ქემალ ბედინაძე თავის საქმიანობაზე საუბარს და იმ დაზგას გვაჩვენებს, სადაც ათობით აკვანი გაუკეთებია.
ეროვნული გამოცდები ცხინვალში
29 ივლისი, 2020
სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები მიმდინარეობს. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მისაღები კომისია მთავარი კორპუსის ნაცვლად უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მუშაობს. დღის სწავლებაზე ახალი მიმართულება გაიხსნა - სამსახიობო ხელოვნება. აღნიშნულ მიმართულებით 20 ახალგაზრდა დაინტერესდა.
ახალგაზრდული ნახტომი ქვაომახზე
27 ივლისი, 2020
სარფში, იქ სადაც საქართველო-თურქეთის საზღვარი გადის, ზაფხულობით პლაჟზე უამრავი ადამიანი იყრის თავს. ადამიანთა ნაწილს სუფთა, კამკამა ზღვა იზიდავს, მეორე ნაწილს კი სარფში, ზღვაში შეჭრილი კლდე და ექსტრემი, რომელიც ამ კლდიდან ზღვაში ჩახტომას თან ახლავს. ამ კლდეს ლაზურად ქვაომხაზე ჰქვია.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary