ილიაუნის სტატიები
აუტიზმის ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
აუტიზმის ცენტრი ილიაუნში 3 წელია არსებობს. ის 2010 წლის მაისში საქართველოს აუტიზმის ასოციაციასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად ამოქმედდა. "ჩვენ არ ვიცოდით, რომ ამდენი აუტისტური სპექტრის ბავშვი იყო საქართველოში და ცენტრის გახნის აუცილებლობა სწორედ ამან გამოიწვია" - გვითხრა ცენტრის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა სოფიკო კერესელიძემ.
დამატებითი გადასახადი ჩარჩენილი საგნებისთვის 4 სასწავლო წლის განმავლობაში
"პირველკურსელი ვარ და წინა სემესტრში ჩამრჩა საგანი, რომლის აღსადგენად ერთ კრედიტში 37 ლარი უნდა გადავიხადო. კარგი იქნება, თუ არ მომიწევს სასწავლო წლის განმავლობაში საგნის აღდგენისას დამატებითი თანხის გადახდა"- ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი ნათია სორდიროვი.
ილიაუნის სტუდენტები სწავლის საფასურის დაგვიანებით გადახდის გამო ჯარიმდებიან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდა სტუდენტებს, ჩვეულებრივ, ორ ნაწილად შეუძლიათ (სექტემბერი, თებერვალი), თუმცა, სტუდენტების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს თანხის ამგვარად შეტანას და მათ განცხადებების დაწერა უწევთ სწავლის საფასურის ყოველთვიურ განაწილებაზე. ახალგაზრდებისთვის არცთუ ისეთი მარტივი გადასახდელია თანხის დაგვიანებით შეტანის გამო ჯარიმის გადახდაც.
ილიაუნის სტუდენტები უნივერსიტეტის მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე საურობენ
დაბზარული კედლების ყურება უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. ქარგამტარი ხის ძველი ფანჯრები, დაკორტნილტყავიანი აუდიტორიის კარი კი სრულ სურათს ქმნის. თუ გზას განაგრძობთ, მტვრით გაჯერებულ ხალიჩასაც გაივლით, ბაღის ძველებურ, მაგრამ განახლებულ რკინის ნაგვის ყუთებსაც დაინახავთ.
ა 206-ე ოთახი - საინფორმაციო ბიურო ილიაუნიში
საკითხი, რომელიც ბუნდოვანია სტუდენტებისათვის...

კითხვა, რომელიც არ იცის სტუდენტმა, ვის დაუსვას...

პრობლემა, რომლის გადასაჭრელად არ იცი, ვის მიმართო...
დაპირისპირება ილიაუნიში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტებმა ადმინისტრაციასთან დაპირისპირების ორთვიანი პროცესი გაიარეს. ამ დაპირისპირებას რამდენიმე მხარე ჰყავს: სტუდენტები, ლექტორი ნინო პეპანაშვილი და ფაკულტეტის დეკანატი.
ილიაუნის სამართლის სპეციალური კურსები
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სამართლის სწავლების ტრადიციული მეთოდია დამკვიდრებული. კერძოდ, სტუდენტები სამართალმცოდნეობას, რომელიც დაყოფილია კარებად, თავებად, ეუფლებიან 8 სემესტრის მანძილზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არ მიუკუთვნება იმ უნივერსიტეტთა რიცხვს, სადაც სწავლების მეთოდად ტრადიციული სისტემაა არჩეული.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary