29 ივნისი, 2014
ტანორექსია - (ინგლისურად ტანრუჯი) ადამიანის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ულტრაიისფერ სხივებზე, ან, უბრალოდ, გარუჯვის გადაჭარბებული სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს საუბრობენ ულტრაიისფერი სხივებისა და სოლარიუმის უარყოფით მხარეებზე, საზაფხულო სეზონის მოსვლასთან ერთად გარუჯვის თემა ისევ აქტუალური გახდა.
29 ივნისი, 2014
„15 წელია ამ საქმიანობით ვარ დაკავებული და ვფიქრობ, არ არის მომგებიანი, რადგან ძალიან დიდი კონკურენციაა. ოჯახის ძირითადი შემოსავალი ეს არის და ცოტა რთულია. წინასწარ განსაზღვრული გრაფიკი გვაქვს და მძღოლები ამ გრაფიკით ვმუშაობთ. რთული სამუშაოა, მთელს დღეს მანქანაში ვატარებ, ზოგჯერ 12 საათსაც კი. დიდი მანქანა მყავდა, მაგრამ ახლა მინივენი ვიყიდე, უფრო კომორტულია“ - ამბობს ბათუმი-თბილისის მიმართულების სამარშრუტო ტაქსის მძღოლი კახა კუტალაძე.
14 ივნისი, 2014
ამ ბოლო დროს ადამიანებს ღიმილი გვავიწყდება, აღარ ვიღიმით და აღარც გვახსოვს როგორია, როდესაც სამყაროს ღიმილით ვუყურებთ. Smile Around ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც პოზიტივის გავრცელებაა. SA Group–ის დამაარსებელი ვაჩე კუპატაძეა, რომელიც თავისი ორგანიზაციითა და ახალგაზრდა პოზიტიური ხელოვანი ადამიანების დახმარებით გეგმავს აჩუქოს ღიმილი ყველას, ვისაც დღეს ის აკლია.
31 მაისი, 2014
"სახლიდან საათ-ნახევრით ადრე გამოვდიოდი იმის გამო, რომ მიწევდა გაჩერება სპორტის სასახლესთან და იქიდან ავტობუსით უნივერსიტეტში წასვლა. აქ კი ხშირად საცობები იყო, რაც მგზავრობას კიდევ უფრო აჭიანურებდა. სხვა შემთხვევაში მიწისქვეშა გადასასვლელით ვსარგებლობდი, თუმცა, იქ საეჭვო ქცევის მქონე პირები მხვდებოდნენ, ძირითადად, შუახნის მამაკაცები, რომლებიც უხამსობას სთავაზობდნენ გოგონებს’’- იხსენებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა მებურიშვილი.
25 მაისი, 2014
„ფრთხილად, საჭესთან ქალია“ - დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპია ქალი მძღოლების შესახებ. მიუხედავად არსებული სტერეოტიპებისა, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ქალბატონი იღებს მართვის მოწმობას ან აპირებს რომ აიღოს. საინტერესოა, რისი სწავლა უძნელდებათ ყველაზე მეტად ქალბატონებს, რას ფიქრობენ მამაკაცები ქალი მძღოლების შესახებ და როგორ განმარტავს ამ ტენდენციას ფსიქოლოგი და გენდერის მკვლევარი?
10 მაისი, 2014
21-ე საუკუნეში ახალგაზრდა ქალბატონები ხშირად მასტოპათიით ავადდებიან. ,,მასტოს’’ ბერძნულად ძუძუს ნიშნავს, ,,პათოს’’ - ტანჯვას. მასტოპათია კი სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ჰორმონული დისბალანსის ფონზე ვითარდება. მისი მთავარი ნიშანი მკერდში ტკივილისა და დაჭიმულობის შეგრძნებაა. ამ დაავადებასთან დაკავშირებით მამოლოგ ლევან კვარაცხელიას ვესაუბრეთ. მისი თქმით, მასტოპათიის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ჰორმონული დარღვევის გამო ფარისებრი ჯირკვლისა და საკვერცხის პრობლემებია. ახალგაზრდებში კი, ოცწლამდე დაავადება, უმთავრესად, სტრესული მდგომარეობის ფონზე ვითარდება: ,,ახალგაზრდები უფრო მიდრეკილნი არიან სტრესული მდგომარეობისკენ, ეს კი მასტოპათიის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია’’.