არაანაზღაურებადი სტაჟირება და დასაქმება საქართველოში
16 ნოემბერი, 2013
აუნაზღაურებელი სტაჟირების მომავალი გაურკვეველია. სტაჟირება, რომელიც სრულიად შესაძლებელია 3 ან 4 წელს გაგრძელდეს; სტაჟირება, რომელიც იმის შანსს გაძლევთ, იმუშაოთ გამოცდილი თანამშრომლების გვერდით, ისწავლოთ მათგან და გაიზარდოთ პროფესიული კუთხით; სტაჟირება, რომელიც შანსს გაძლევთ, ელოდოთ, როდის წავა რომელიმე თანამშრომელი სამსახურიდან, რომ საჭირო დროსა და ადგილას აღმოჩნდეთ და მისი ადგილი დაიკავოთ. ყოველივე ამას ისეთი ენთუზიაზმი სჭირდება, რომელიც თქვენი კვებისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხას თავად გაიღებს.
ახალგაზრდები გრანტების ძიებაში და ტრენინგები ახალგაზრდების განვითარებისთვის
16 ნოემბერი, 2013
ახალგაზრდული ორგანიზაციები და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოები კვლავ გრანტების ძიებაში არიან. გადიან ტრენინგ-პროგრამებს, მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში, წერენ პროექტებსა და ეძებენ დონორებს. "ღია საზოგადოება - საქართველო" არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავს, ფონდმა ახალგაზრდობის პრობლემებზე მომუშავე და ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის ფართომასშტაბიანი პროგრამა წელს პირველად განახორციელა. "ღია საზოგადოება - საქართველომ" 15-26 ოქტომბერს ორი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგებში სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგი
09 ნოემბერი, 2013
არცერთი სიტყვა ქართულად. იქ არცერთი პროდუქტი, არცერთი ნივთი ქართული არ არის. საბავშვო გადაცემებს რუსულ ენაზე გთავაზობენ და შენც უსმენ, ენასაც, სავარაუდოდ, რუსულ ენაზე აიდგამ და ბაღშიც რუსულად დაგელაპარაკებიან. სკოლის დამთავრების შემდეგაც რუსულენოვან დიპლომს მოგცემენ.
დაუცველი სრულწლოვანება
27 ოქტომბერი, 2013
21 წლის თორნიკეს თქმით, მძიმე ოჯახურმა პირობებმა რამდენიმე წლის წინ ის აიძულა, ბავშვთა სახლის ბინადარი გამხდარიყო. ჰყავდა უმუშევარი ბებია, რომელიც მხოლოდ პენსიით ირჩენდა თავს:. „იმის გამო, რომ დედაჩემი საზღვარგარეთ იყო, მამის შესახებ არაფერი ვიცოდი, მხოლოდ ის, რომ ცოცხალი იყო, ბებიის პენსია არ იყო იმ ოდენობის, რომ ორივეს გვყოფნოდა, მომიწია ბავშვთა სახლში მისვლა.
სუიციდი ახალგაზრდებში
12 ოქტომბერი, 2013

,,თავის მოკვლა ერთხელ ვცადე და ახლა ძალიან ვნანობ, მაშინ 12 წლის ვიყავი, ვერ ვხდებოდი ამით გარშემომყოფებს რა დიდ ტკივილს მივაყენებდი. უბრალოდ, მაშინ აღარ მინდოდა სიცოცხლე. ეს იმის ბრალი იყო, რომ ჩემი მშობლები დაშორდნენ და ეს ჩემთვის ძალიან რთული გადასატანი იყო. რაღაც აბები ავიღე და ისინი დავლიე, მხოლოდ ის მახსოვს, რომ გამოვფხიზლდი, საავადმყოფოში აპარატზე ვიყავი შეერთებული" - ნინო, 19 წლის.
ერთიანი ახალგაზრდული პროტესტი ოკუპაციას
12 ოქტომბერი, 2013
რუსი ოკუპანტების მიერ საზღვრის გადმოწევას სტუდენტების დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, კერძოდ, სტუდენტები აქტიურად აპროტესტებდნენ "მცოცავ ოკუპაციას", მოუწოდებდნენ ადგილობრივ მთავრობასა და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ და სოლიდარობას უცხადებდნენ დვანის მოსახლეობას.






Carpet Cleaning Calgary