არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობაში“ კინოჩვენება გაიმართა. „„დამშვიდობების დრო“ ფრანგული დრამაა, რომლის მთავარ გმირსაც შიდსი აქვს“ - აღნიშნა ფილმის მოდერატორმა მარი მკერვალიშვილმა.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა.
ხის დარგვის საერთაშორისო დღეს ვაკის პარკში „პარტიზანული მებაღეობის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. მოხალისეებმა საკუთარი გვარ-სახელები ნაჭრებზე დაწერეს და მუხის, ნაძვისა და ტუიის ნერგებს შემოახვიეს, რომლებიც იქვე დარგეს.
სოხუმის დაცემიდან 20 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით კონფერენცია ჩატარდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით ფილმის "სეულის მატარებელი" ჩვენება გაიმართა.